მთავარისიახლეებიკონფლიქტებითემურ ნადარაია: გალში ჩვენი მთავარი პრობლემა ქართული მოსახლეობის დოკუმენტირებაა

თემურ ნადარაია: გალში ჩვენი მთავარი პრობლემა ქართული მოსახლეობის დოკუმენტირებაა

Published on

,,მოარული  შიში, რომ ბინადრობის მოწმობის მიღება უპირობოდ უხსნის გზას ვინმეს აფხაზეთის მოქალაქეობისაკენ, უსაფუძვლოა – განაცხადა ოკუპირებული გალის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა თემურ ნადარაიამ გუშინ სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც რაიონში ბოლო ცხრა თვის განმავლობაში ჩატარებული მუშაობის შედეგებს მიეძღვნა – აბა, როგორ შეიძლება მის მფლობელს, რომელიც ამავე დროს სხვა ქვეყნის მოქალაქეა, ჰქონდეს აფხაზეთის მოქალაქეობის მიღების შანსი? ''
,,ჩვენ მივმართავთ პარლამენტის დეპუტატებს მხარი დაუჭირონ პრეზიდენტის ინიციატივას კანონში ,,აფხაზეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ’’ შეტანილ იქნას ცვლილება, რომელიც ბინადრობის მოწმობის მიღების შესაძლელობას მისცემს გალის რაიონის მკვიდრთ, რომელნიც 1999 წლიდან, ათ წელზე მეტია გაუსვლელად, მუდმივად  ცხოვრობენ ჩვენს ქვეყანაში'' – დასძინა მან.  – ეს მოხსნის მრავალ პრობლემას, რომელსაც გამუდმებით  ვაწყდებით . მე ვიცი, რომ პარლამენტი ძალიან მალე განიხილავს ამ საკითხს. აქ ლაპარაკია არა მოქალაქეობაზე,  არამედ ბინადრობის მოწმობის გაცემაზე იმ ადამიანებისთვის, რომელნიც აცხადებენ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. ისინი ჩვენთან ცხოვრობენ, ჩვენ ვაძლევთ მათ ბინადრობის მოწმობას და ამ საბუთით შეიძლება განვლონ აქ მთელი ცხოვრება, რადგან მისი ვადა ხუთწლიანია, და ყოველი ვადის ამოწურვის შემდეგ ხელახლა შეიძლება გაიცეს – ეს  ასე გაგრძელდება მანამ , სანამ უარს არ იტყვიან უცხო ქვეყნის მოქალაქეობაზე.
ამდენად, ბინადრობის უფლების დამადასტურებელი მოწმობა არანაირ კავშირში არ არის აფხაზეთის მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობასთან და დროა გადაწყდეს  ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა გალის რაიონში – იქ მცხოვრები ქართვული  მოსახლეობის დოკუმენტირება.
 

სიახლეები

მასზე ადამიანურად გული მწყდება – კალაძე ღარიბაშვილზე

ივანიშვილის მერი, კახა კალაძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კალაძე ამბობს, რომ...

რუსეთის შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე ჩავარდა — ISW

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 4–5 სექტემბერს ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეტევითი ოპერაციები განაგრძეს, თუმცა ტერიტორიული წინსვლა...

პარტია “გირჩი” სახელს იცვლის – ახალი სახელი “თავისუფალი ხალხის პარტია” იქნება

პარტია გირჩი სახელს იცვლის - მათი განცხადებით, თავისუფალი ხალხის პარტია ერქმევათ. "ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ხალხის...

კობახიძე ღარიბაშვილზე- დავიდა შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე

ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის სასაცილო...