პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის.

0
381
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.„რაც შეეხება კონსტიტუციას, ჩვენ მემკვიდრეობად მივიღეთ ძალიან დაუბალანსებელი კონსტიტუცია და აუცილებლად შესაქმნელია ჯგუფი, რომელიც საზოგადოების თითოეული წევრის ფართო ჩართულობით, მოახდენს ისეთ ცვლილებებს, რომ მომავალში ვერავინ ვერასოდეს ვეღარ მოახდინოს ხელისუფლების კონცენტრირება, უზურპირება და ეს იყოს ერთხელ და სამუდამოდ ნამდვილად ევროპული დემოკრატიული საქართველოს კონსტიტუცია. მაგრამ ეს არ იქნება ის, რომ ჩვენ ახლა პარლამენტში, პირველ რიგში დავეტაკებით და ამ საკითხით ვიქნებით დაკავებულნი ყველანი. აქ სიჩქარე არ ივარგებს. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, რომ შევქმნათ ძალიან მაღალი დინამიკა განვითარების და ამას ვპირდებით ჩვენს ამომრჩეველს“, – განაცხადა კვირიკაშილმა და ამომრჩეველს პირობა მისცა, რომ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო პერიოდში გაცემულ უკლებლივ ყველა დანაპირებას უცილებლად შეასრულებს.
წინა სტატიაირაკლი ალასანია:”როდესაც დავინახავ, რომ შეიძლება ისევ პოლიტიკით აკეთო ხალხისთვის სასარგებლო საქმე, არ გამოვრიცხავ, რომ დავბრუნდე პოლიტიკაში”.
შემდეგი სტატიაუკრაინაში ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელით მოწამვლის შედეგად 63 ადამიანი გარდაიცვალა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური