მთავარისიახლეებიპოლიტიკაირაკლი ალასანია:"როდესაც დავინახავ, რომ შეიძლება ისევ პოლიტიკით აკეთო ხალხისთვის სასარგებლო საქმე, არ...

ირაკლი ალასანია:”როდესაც დავინახავ, რომ შეიძლება ისევ პოლიტიკით აკეთო ხალხისთვის სასარგებლო საქმე, არ გამოვრიცხავ, რომ დავბრუნდე პოლიტიკაში”.

Published on

როდესაც დავინახავ, რომ შეიძლება ისევ პოლიტიკით აკეთო ხალხისთვის სასარგებლო საქმე, არ გამოვრიცხავ, რომ დავბრუნდე პოლიტიკაში, – ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარემ ირაკლი ალასანიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.ირაკლი ალასანიამ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც პარტიის მხარდამჭერია. მისი თქმით, „თავისუფალი დემოკრატებისთვის“ მიცემული არც ერთი ხმა „თავისუფალი დემოკრატების“ მხრიდან ერთგულების გარეშე არ დარჩება.„მე ყოველთვის ვიქნები ვალდებული ამ ადამიანებთან, რომ ვიყო აქტიური, სასარგებლო საზოგადოებისთვის. ეს გვაძლევს თითოეულ „თავისუფალ დემოკრატს“ იმის განცდას, რომ ბრძოლა ყოველთვის ბოლომდე ღირს, მაგრამ მიუხედავად ამ მხარდაჭერისა, ჩვენ კრიტიკული მასა მხარდაჭერის ვერ მოვიპოვეთ, რომ პარლამენტში გაგვეგრძელებინა მოღვაწეობა. ის მიზნები, ამოცანები და მნიშვნელოვანი საქმეები, რისი კეთებაც გვინდოდა და რაზეც წინასაარჩევნოდ ვსაუბრობდით, ამის განხორციელების საშუალება იმ შედეგებმა, რაც დადგა, არ მოგვცა. აქედან გამომდინარე, მე, როგორც პარტიის ხელმძღვანელმა, ბუნებრივია, ავიღე პასუხისმგებლობა ჩემს თავზე და დროებით დავტოვე პოლიტიკა. ამას სჭირდება სერიოზული ფიქრი, თუ რამ გამოიწვია ასეთი შედეგი. ამას სჭირდება სერიოზული გაანალიზება იმის, თუ რატომ აღმოვჩნდით ასეთი შედეგის პირისპირ. და რა თქმა უნდა, პარტიას სჭირდება სერიოზული რეორგანიზაცია“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. „რამდენიმე ჩემმა თანამებრძოლმა ჩემს მერე მიიღო ასევე გადაწყვეტილება და დატოვა პოლიტიკა. მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველას – ჩემს თანამებრძოლებსაც, ყველას, ვინც არჩევნებში ჩვენთან ერთად მონაწილეობდა. ეს იყო არაჩვეულებრივი გუნდი ადამიანების, რომლებიც შიშველი ხელებით, ენთუზიაზმით, ღირებულებების ერთგულებით გვერდით გვედგა“, – განაცხადა ალასანიამ.მისი თქმით, ის ყოველთვის იყო იმ აზრზე, რომ უნდა აკეთო ის, რაც საზოგადოებისთვის, ადამიანებისთვის, ხალხისთვის მნიშვნელოვანია.„ამ პრინციპით ვცხოვრობდი მეც, ჩემი თანამებრძოლებიც. რომ დავინახე, რომ ახლა არ მომეცა საშუალება, ხალხის ისეთი მხარდაჭერა ვერ ავიღეთ, რომ ჩვენი მნიშვნელოვანი ჩანაფიქრების განხორციელება პარლამენტიდან გაგვეგრძელებინა, მე დავტოვე პოლტიკა, მაგრამ როდესაც დავინახავ, რომ შეიძლება ისევ პოლიტიკით აკეთო ხალხისთვის სასარგებლო საქმე, არ გამოვრიცხავ, რომ დავბრუნდე პოლიტიკაში. მაგრამ ახლა ნამდვილად არის იმის დრო, რომ დავემშვიდობო პოლიტკას და ეს 4 წელი მე არ გავატარო ჩაკეტილმა. მე მჭირდება სივრცე იმისთვის, რომ საინტერესო, მნიშვნელოვანი, სასარგებლო საქმეები ვაკეთო. ეს იქნება საერთაშორისო არენაზე, ადგილზე, აქ – ამას არ აქვს მნიშვნელობა“, – განაცხადა ალასანიამ. 
 
 
 
 
 

სიახლეები

მასზე ადამიანურად გული მწყდება – კალაძე ღარიბაშვილზე

ივანიშვილის მერი, კახა კალაძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კალაძე ამბობს, რომ...

რუსეთის შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე ჩავარდა — ISW

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 4–5 სექტემბერს ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეტევითი ოპერაციები განაგრძეს, თუმცა ტერიტორიული წინსვლა...

პარტია “გირჩი” სახელს იცვლის – ახალი სახელი “თავისუფალი ხალხის პარტია” იქნება

პარტია გირჩი სახელს იცვლის - მათი განცხადებით, თავისუფალი ხალხის პარტია ერქმევათ. "ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ხალხის...

კობახიძე ღარიბაშვილზე- დავიდა შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე

ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის სასაცილო...