სოხუმში ყველა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტი და ხალხმრავალი ადგილები გაძლიერებული დაცვის ქვეშაა აყვანილი

0
381
ირკვევა დღეს დილით, სოხუმში, აფხაზეთის სახელმწიფო ტელევიზიის ტერიტორიაზე მომხდარი  აფეთქების გარემოებები.
აფხაზური მედიის ცნობით, ადგილზე მისულ სამართალდამცავებს  ტელევიზიის  სათადარიგო ჭიშკართან, რომელიც  ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გადის, დახვდათ 30 – 35 წლის მამაკაცის ცხედარი, რომელსაც ორივე ხელის მტევანი ჰქონდა წაწყვეტილი, იქვე ეგდო ასაფეთქებელი მოწყობილობის ნაშთები.  გამოძიების ვერსიით,  მამაკაცი დაიღუპა მაშინ, როცა  საბრძოლო მოქმედებაში მოჰყავდა ასაფეთქებელი მოწყობილობა . 
გამოძიების სამუშაო ვერსიაა – ტერორიზმი. 
აფეთქების ფაქტთან დაკავშირებით პრეზიდენტმა მოიწვია თათბირი და ძალოვანი სტრქტურების ხელმძღვანელ პირებს დაავალა უზრუნველყონ  ყველა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტის, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების, სკოლების, საბავშვო ბაღებისა და საავადმყოფოების . გაძლიერებული დაცვა.
 გამოძიება ტერორისტის იდენტიფიკაციაზე მიმართული სამუშაოების პარალელურად არკვევს ,  რა იყო  ამფეთქებლის სამიზნე –  თავად სატელევიზიიო კომპლექსი თუ რომელიმე  სხვა ახლომდებარე ობიექტი,  მაგალითად, სკოლა, სამთავრობო შენობების კომპლექსი, შს სამინისტროს, სახელწიფო  ავტოინსპექციის შენობები,  სასტუმროები, რესტორნები და სხვა. 
ცნობილი ხდება, რომ ადგილზე დაღუპული მამაკაცის ჯიბეში აღმოაჩნდა სოხუმის ცენტრალურ ქუჩებზე და მაჰაჯირების სანაპირიზე განტავსებულუი ობიექტების სია და ფოტოები 
 

 
წინა სტატიაარასამთავრობო სექტორის განცხადებით მნიშვნელოვანია მეორე ტურმა პირველისაგან განსხვავებით კითხვის ნიშნები არ გააჩინოს
შემდეგი სტატია12:11 საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური