მთავარისიახლეებიექსკლუზივიოკუპირებული აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: სოხუმში მომხდარი აფეთქების საქმე თითქმის გახსნილია

ოკუპირებული აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: სოხუმში მომხდარი აფეთქების საქმე თითქმის გახსნილია

Published on

,,სოხუმში აფეთქების დროს დაღუპული  მამაკაცი როსტოვის ოლქის მკვიდრია და აფხაზეთში  ჯერ კიდევ 2 ოქტომბერს ჩამოვიდა'' – იტყობინება ოკუპირებული აფხაზეთის დე–ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი მუჰამედ კილბა – დადენილია, რომ    ტერაქტი, რომლის განხორციელებას იგი გეგმავდა, მიმართული იყო კონკრეტული აფხაზი პოლიტიკოსის წინააღმდეგ.  დაღუპულის სახელი და გვარი  ამ დრომდე არ სახელდება, არ ხმაურდება იმ პოლიტკოსის ვინაობაც, რომლის წინააღმდეგაც იგეგმებოდა ტერორისტული აქტი.
 
როგორც კილბა ამბობს, ცნობილია, რომ დაღუპული მამაკაცი  არ ყოფილა თვითმკველი და გაუფრთხილებლობით აფეთქდა ბომბის საბრძოლო მოქმედებაში მოყვანის მცდელობისას,  ასევე ცნობილი გახდა, რომ მამაკაცი ზაფხულშიც იყო ჩამოსული აფხაზეთში მეგობართან ერთად,   როგორც ჩანს, სიტუაციის ადგილზე გაცნობის მიზნით.
 
სამართალდამცავი ორგანოების ინფორაციით,  იგი შემჩნეული იყო რუსეთის ფედერაციის რამდენიმე რეგიონში. არ არის გამორიცხული, რომ ტერორისტს თანამზრახველები ყავდა  აფხაზეთშიც და როსტოვშიც. .მიმდინარეობს მათი გამოვლენისა და დაკავების ღონისძიებები
,, ამჟამად დგინდება მისი შესაძლო კავშირები როსტოვის ოლქში'' – დასძინა მან სააგენტო ТАСС – ისთვის მიცემულ ინტერვიუში.  
უშიშროების საბჭოს მდივანი  არ გამორიცხავს, რომ ტერორისტის  თანამზრახველების  ვინაობის დადგენაში დახმარებისათვის აფხაზეთის სამართალდამცავებმა შეიძლება  რუს კოლეგებს მიმართონ. 
აფეთქების დროს ტელევიზიის თანამშრომელთაგან არავინ დაშავებულა, სოხუმის საქალაქო პროკურატურამ საქმე აღძრა აფხაზეთის სისიხლს სამართლის კოდექსის მუხლებით ,, ტერორიზმი’’ და ,, ასაფეთქებელი მწყობილობის უკანონო შეძენა, შენახვა, გადატანა და ტარება’’
 

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....