მთავარისიახლეებიპოლიტიკაიცინის ის ვინც ბოლოს იცინის – კახი კალაძე და ლევან ბერძენიშვილი ,,რესპუბლიკელების''...

იცინის ის ვინც ბოლოს იცინის – კახი კალაძე და ლევან ბერძენიშვილი ,,რესპუბლიკელების” შედეგებზე და არამხოლოდ ამაზე

Published on

“ კალაძე დიდი ფეხბურთელი იყო, თუმცა დიდი პოლიტიკოსი ვერ შედგა.„ – ”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერის ლევან ბერძენიშვილის ამ ფრაზით დაიწყო ირონიულ –სარკასტული გადაძახილი მასა და ,,ქართული ოცნების'' გენერალურ მდივანს კახა კალაძეს შორის ჯერ კიდევ არჩევნებამდე.
არჩევნების შემდეგ კახი კალაძე თავს ნიშნის მოგების უფლებას აძლევს და  აცხადებს: 
,, მინმოდა ბოდიში მოვუხადო „რესპუბლიკურ პარტიას“, რადგან წინასაარჩევნო კამპანიის დროს მე ვთქვი, რომ „რესპუბლიკური პარტია“ არის 0,3 პროცენტიანი პარტია და არჩევნების შემდეგ აღმოჩნდა, რომ 1 პროცენტზე ცოტა მეტი რეიტინგი აქვს“,.
პასუხი ლეან ბერძენიშვილისაგან არ აყოვნებს: 
”დაგვცინის, მაგრამ ეს არ არის ჩვენი დაცინვა. ეს პრინციპში კარგად გასააზრებელია, როცა გაირკვევა ვინ არის, რას წარმოადგენს. პოლიტიკურ მოღვაწეობას რომ დაამთავრებს და გაირკვევა ვინ არის, მერე გავარკვევთ მაგის დასაცინი ვინმე იყო თუ არა. მგონია, კახა კალაძეს ამისთვის არ უნდა მოეცალა ახლა, არ შეიძლება ერთნახევრიან პარტიათან ასეთი ბოღმით ბრძოლა, მაგრამ რა ქნას პატარა კაცი ყოფილა, მე არ ვიკადრებდი ამას, რაც მან იკადრა. მას ხუთჯერ შეეშალა. 1.55 რომ გავყოთ 0.3-ზე ხუთია. მე ხუთჯერ რომ მეშლება, ასე არ ვიქცევი. დასაცინი ახლო-მახლო გაიხედოს და ბევრი ეყოლება. მე არ გავახსენებ მას რა შეცდომები ჰქონია ცხოვრებაში, ფეხბურთში, პოლიტიკაში, კარგად იყოს ის და მისი ამომრჩეველი. ისტორიამ თქვას – არის თუ არა დასაცინი რომელიმე პოლიტიკური პარტია ამ ტიპის და ამ გაქანების პოლიტიკოსისგან”, – განაცხადა ბერძენიშვილმა. 
 

სიახლეები

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის დას ანგარიშები დაუყადაღეს

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის და, ელენე დევიძე წერს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს. მისი თქმით, აღმოჩნდა,...

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. ექიმს გუშინ, 14 იანვარს, დაურეკეს...

“როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ” – პაატა ბურჭულაძე

"როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით...

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ციხეში შიმშილობას იწყებს

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებული გივი წულეისკირი...