მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდის რაიონულ სასამართლოში პარტია“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეტანილი სარჩელი განიხილეს (Video)

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში პარტია“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეტანილი სარჩელი განიხილეს (Video)

Published on

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში,პარტია“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეტანილი სარჩელი განიხილეს,რომელშიც მოსარჩელე მხარე ითხოვდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კომისიის წევრის მაია კალანდიასთვის საარჩევნო კომისიის მხრიდან  დისციპლინური შენიშვნის  გაუქმებას.ერთიანი ნაციონალური მოძრაობის  კომისიის წევრმა 93-ე უბანში  უარი განაცხდა გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრის გამოსავლენად ჩატარებულ წილისყრაში მონაწილეობაზე ,და ყუთის  წაღებაზე,რაც გარკვეული სუბიექტური მოსაზრებით დაასაბუთა საარჩევნო უბანზე არსებული  დარღვევების გამო.სასამართლო პროცესზე თავისი პოზიცია დააფიქსირა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ.საქმის განხილვის და მხარეთა პოზიციების განცნობის შემდეგ მოსამართლემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“სარჩელი არ დააკმაყოფილა .„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“კომისიი წევრს 93-ე უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის  წაღებაზე უარის თქმის შემდეგ მას შეეზღუდა საარჩევნო უბანზე სახვა წილისყრებში მონაწილეობის მიღება.აღნიშნული ფაქტი კი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში  „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც  გაასაჩივრა“.
 
 
 
 
 
 
 
 
 

სიახლეები

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის დას ანგარიშები დაუყადაღეს

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის და, ელენე დევიძე წერს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს. მისი თქმით, აღმოჩნდა,...

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. ექიმს გუშინ, 14 იანვარს, დაურეკეს...

“როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ” – პაატა ბურჭულაძე

"როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით...

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ციხეში შიმშილობას იწყებს

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებული გივი წულეისკირი...