მთავარისიახლეებიპოლიტიკაევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციების კენჭისყრის პროცესში ნადია სავჩენკოს თხოვნამდე ქართველ...

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციების კენჭისყრის პროცესში ნადია სავჩენკოს თხოვნამდე ქართველ დეპუტატებს მონაწილეობა არ მიუღიათ.

Published on

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციების კენჭისყრის პროცესში ქართული ოცნების დეპუტატების არ მონაწილეობის გამო უმცირესობა უმრავლესობას აკრიტიკებს. ნაციონალური მოძრაობის წევრების აზრით, ეს ფაქტი ადასტურებს, რომ მმართველი პარტია რუსეთის სატელიტია."ჩვენი ხელისუფლება ძალიან ცუდად იქცევა საერთაშორისო ასპარეზზე, კიდევ უფრო გადაიხარა რუსეთისაკენ. რაც გააკეთა საქართველოს დელეგაციამ, ეს არის სამარცხვინო ფაქტი. ეს არის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის ღალატი და ეს ძვირად დაუჯდება საქართველოს,“ – განაცხადა სერგო რატიანმა.   კენჭისყრაზე არ დასწრების მიზეზები განმარტა ზვიად კვაჭნატირაძემ. მისი თქმით, დელეგაცია ამ დროს შვეიცარიელ დეპუტატებს ხვდებოდა. კვაჭანტირაძე ასევე განმარტავს, რომ კომიტეტის სხდომაზე ქართულმა დელეგაციამ უკრაინელების ყველა შესწორებას დაუჭირა მხარი და რეზოლუციაც სწორედ, შესწორებული სახით გავიდა.მოგვიანებით, ნადია სავჩენკოს თხოვნის შემდეგ, საქართველოს დელეგაცია რეზოლუციას წერილობით შეუერთდა. ამ საკითხზე განმარტებები გააკეთა ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარემაც."წინასწარი სხდომა იყო, გასული იყო დელეგატები, როგორც საქართველოსი, ასევე ბევრი სხვა. კომიტეტის სხდომაზე ვერ მოასწრო დელეგაციამ კენჭისყრა, რაც თვითონ უკრაინის დელეგაციასთან იყო დაკავშირებული. მაგრამ პლენარულ სხდომაზე მხარიც დაუჭირა, შეუერთდა კიდეც და რეზოლუციაც იქნა მიღებული," – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.     
 
 
 
 

სიახლეები

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის დას ანგარიშები დაუყადაღეს

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის და, ელენე დევიძე წერს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს. მისი თქმით, აღმოჩნდა,...

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. ექიმს გუშინ, 14 იანვარს, დაურეკეს...

“როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ” – პაატა ბურჭულაძე

"როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით...

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ციხეში შიმშილობას იწყებს

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებული გივი წულეისკირი...