მთავარისიახლეებიინტერვიუსანდრა რულოვსი: „მადლობას ვუხდი თითოეულ ამომრჩეველს ამ უზარმაზარი ნდობისთვის და გპირდებით ...

სანდრა რულოვსი: „მადლობას ვუხდი თითოეულ ამომრჩეველს ამ უზარმაზარი ნდობისთვის და გპირდებით დავიცავ თქვენს ხმებს ბოლომდე“(VIDEO)

Published on

„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა ამომრჩევლებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და საპარლამენტო არჩევნები შეაფასა. „ვამბობდი რომ 9 ოქტომბერი ჩვენი გამარჯვების დასაწყისია და მართლაც ასეა, ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა, მე პირნათლად მოვიგე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მოდიოდა დამაჯერებელი შედეგები უბნებიდან, გამარჯვება იყო ყველა უბანში, თუნდაც ინგირში, სადაც მოვუგე ედიშერ თოლორაის, ეს იყო  მისი სოფელი და ეს მეტყველებს იმაზე, რომ სხვაგანაც არ გაგვიჭირდებოდა მოგება. მე აღშფოთებული ვარ იმით, რაც მოხდა ქვეყანაში, იყო დაშინებები, ძალადობა, ზეწოლა, ყუთების დამტვრევა, რის გამოც ბათილად ცნეს ჩვენი ბიულეტენები. მე არანაირად არ ვეგუები ამ შედეგებს და ვაგრძელებ ბრძოლას. მადლობას ვუხდი თითოეულ ამომრჩეველს ამ უზარმაზარი ნდობისთვის და გპირდებით ყველას,  დავიცავ თქვენს ხმებს ბოლომდე, რათა ღირსეულად შევიდე პარლამენტში, ცესკომ შედეგები დაგვიანა, ჩანს, რომ გაყალბების ძალიან დიდი მასშტაბი დაფიქსირდა. მე შევხვდები დიპლომატიურ კორპუსს, დამკვირვებლებს და მივაწვდი დეტალურ ინფორმაციას, რაც მოხდა ზუგდიდში.ამის მოტივაციას მაძლევს ჩემი ამომრჩეველი, მე ჩემს ამომრჩევლებს ასე არ დავტოვებ. თქვენ უკვე დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია და მე ამ პოზიციას გავამყარებ. მივმართავ ცესკოს, მას ჯერ კიდევ აქვს დრო გამოასწოროს შცდომა და დადოს რეალური შედეგები“- განაცხადა სანდრა რულოვსმა.

სიახლეები

მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

კახეთში მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში...

სკოლის მოსწავლე, რომელსაც ნადირობისას ბრმა ტყვია მოხვდა, გარდაიცვალა

თერჯოლაში უბედური შემთხვევის შედეგად მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფოემაციას...

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა - ტელევიზიის დამფუძნებელი და მოქმედი დირექტორი ვატო წერეთელი...

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები...