მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდში რამდენიმე საარჩევნო უბანი დაგვიანებით გაიხსნა. დაიწერება თუ არა პირველი საჩივარი...

ზუგდიდში რამდენიმე საარჩევნო უბანი დაგვიანებით გაიხსნა. დაიწერება თუ არა პირველი საჩივარი დამკვირვებლის მხრიდან?(VIDEO)

Published on

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის  მირანდა მესხის  ინფორმაციით,  ზუგდიდის მე-18 უბანი ოდნავ  დაგვიანებით გაიხსნა  –  მცირე პრობლემა შეიქმნა  ყუთის გადატანის წილისყრასთან დაკავშირებით, რაზეც ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა უარი განაცხადეს. ”იყო პრობლემა მე-18 უბანზე, შემდეგ გაიგზავნა ჩვენი წარმომადგენელი და სიტუაცია დარეგულირდა”, – პირველი ეტაპის წილისყრებში ”ნაციონალური მოძრაობის” კომისიის წევრები არ იღებდნენ მონაწილეობას. კომისიის ეს წევრები პირველი ეტაპის წილისყრისთვის რჩებიან უფუნქციოდ. – განაცხადა მესხმა. 
ინფორმაციას გადასატან ყუთთან დაკავშირებით ადასტურებენ  ”ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივ პრესსამსახურშიც – ნაციონალური მოძრაობის კომისიის არც ერთი წევრი არ მიიღებს  მონაწილეობას წილისყრაში გადასატანი ყუთის გამყოლთა დასაკომპლექტებლად. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, როგორი დირექტივაც არ უნდა წამოვიდეს, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისგან, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი არც ერთი წევრი არ დატოვებს საარჩევნო უბანს.'' ეს  შეეხება მე -18 უბანსაც,სადაც , ხმის მიცემის პროცედურა 9 საათსა და 5 წუთზე დაიწყო, თუმცა ეს არ მოხდარა მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენმა უარმა წილისყრაში მონაწილეობაზე შეაფერხა პროცედურის დაწყება.    ეს რამდენიმე მიზეზით მოხდა -საოლქო საარჩევნო კომისიამ ვერ უზრუნველყო დროულად თავისი წარმომადგენლის გამოგზავნა.  დამკვირვებლები საუბრობენ ტექნიკურ ხარვეზებზე  –  საოლქო კომისიას არ აღმოაჩნდა საჭირო ფურცლები, ქსეროქსები, კენჭისყრის ოთახში ბეიჯის გარეშე შეუშვეს რამდენიმე პირი, მათ შორის სპორტის განვითარების ცენტრის წარმომადგენელი, რომელნიც არ არიან ამომრჩევლები  ამ კონკრეტულ უბანზე  და მითითებებს აძლევდნენ კომისიას.რასაც ხმაური და დაპირისპირება მოყვა. 
.პრესსამსახურში აცხადებენ ასევე, რომ ზუგდიდში დაგვიანებით გაიხსნა რამდენიმე უბანი:   მე -19, მე- 9,  24-ე, 70- ე,81-ე, 26-ე,14- ე,15-ე .
იყო მცდელობა  29-ე უბანზე  არ დაეშვათ "პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის" დამკვირვებელი, ამის მიზეზად  კომისიის თავმჯდომარის ნატრული ჭანტურიას მხრიდან მისი დაგვიანება დასახელდა, თუმცა  "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელის პროტესტის  შემდეგ  დამკვირვებელი  კენჭისყრის ოთახში შეუშვეს. დამკვირვებელიმისტვის ხელოვნური ბარიერის შექმნის მცდელობასთან დაკავშირებით საჩივრის დაწერას გეგმავს 
 
 
 

 

სიახლეები

წიწაკის სპრეის შესაძენად შსს-ს წერილობითი თანხმობა დაგჭირდებათ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც აეროზოლური მოწყობილობები (წიწაკის სპრეი) რეგულაციას დაექვემდებარება...

ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობა უცხოეთიდან აღარ შეეძლებათ

„ქართული ოცნება“ ახალ “საარჩევნო კოდექსზე“ მუშაობას იწყებს. პაპუაშვილის განცხადებით, იგეგმება სარჩევნო კოდექსის ფუნდამენტურ განახლება. მისივე...

საია-მ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გაგზავნა

საია-მ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გაგზავნა. ამის შესახებ იურისტებმა საგანგებო...

ტრამპის ადმინისტრაცია მკაცრ სანქციებს ჰპირდება ქვეყნებს, რომლებიც რუსეთთან ვაჭრობას გააგრძელებენ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რესპუბლიკელები ამზადებენ კანონპროექტს, რომელიც მკაცრ სანქციებს დაუწესებს ნებისმიერ...