მთავარისიახლეებიპოლიტიკაშალვა ნათელაშვილი: "ცოტა ჭკუით იყოს ივანიშვილი, თორემ მას შეიძლება მოენატროს საკუთარი ჭორვილა...

შალვა ნათელაშვილი: “ცოტა ჭკუით იყოს ივანიშვილი, თორემ მას შეიძლება მოენატროს საკუთარი ჭორვილა და საკუთარი მილიარდები”- თქვა ლეიბორისტების ლიდერმა.

Published on

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ეგზიტპოლების შედეგებს უნდობლობას უცხადებს. მისი თქმით, ეგზიტპოლების ომში ის იგებს ვინც მას უკვეთავს. 
 
"ამ ეტაპზე ცხადია, რომ საქართველოს მმართველი პარტია აღარ ყავს. მადლობა იმათ ვინც განსაზღვრა რომ ქვეყნის მომავალი და ბიძინა ივანიშვილი შეუთავსებადია. მეორე სასიხარულო ფაქტი ის არის რომ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდა. მესამე – ლეიბორისტული პარტია შესულია პარლამენტში. ამას ვასკვნი ჩემი რეიტინგიდან საქართველოში ორივე რეჟიმი არჩევნების გაყალბებას სწორედ ეგზიტპოლებით იწყებდა და შემდეგ მითითებებს იძლეოდა. მოვუწოდებ დამკვირვებლებს არ გატყდნენ. ჩვენ აღებული გვაქვს ძალიან ბევრი ხმა პირველად მივემართებით პარლამენტში"- აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.
 
მისი თქმით, არჩევნებზე ამომრჩევლის 50 % არ გამოცხადდა, ეს პროცენტი კი ძალიან გაბრაზებულია ივანიშვილის დაპირებების შეუსრულებლობის გამო.
 
"ცოტა ჭკუით იყოს ივანიშვილი, თორემ მას შეიძლება მოენატროს საკუთარი ჭორვილა და საკუთარი მილიარდები"- თქვა ლეიბორისტების ლიდერმა.

სიახლეები

ბაჩო ახალაია დააკავეს აპლიკაციების მეშვეობით კონტაქტისთვის, რომელთა შინაარსი გამოძიებამ არ იცის

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა კიდევ ერთხელ უგულებელყო ადამიანის დაკავებისთვის აუცილებელი, მაღალი სტანდარტის მტკიცებულებების მოთხოვნები და...

ბაჩო ახალაიას საცხოვრებელი კორპუსი პოლიციის ალყაშია

ბაჩო ახალაიას საცხოვრებელი კორპუსი პოლიციის ალყაშია. ამავე კორპუსში ცხოვრობს მურთაზ ზოდელავაც. რამდენიმე წუთის წინ...

დავამტკიცოთ ერთადერთი სიმართლე – ქურდი მთავრობა გვაღარიბებს- ხოშტარია

"არ შევყვეთ "ოცნებას" ფასების გარშემო შექმნილ ყალბ ნარატივში, დავამტკიცოთ ერთადერთი სიმართლე - ქურდი მთავრობა...

ელექტროენერგიის ტარიფი იზრდება

მარეგულირებელი კომისია ელექტროენერგიის ახალი ტარიფების დასადგენად ემზადება. სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია აცხადებს, რომ ელექტროენერგიის...