,,ეგზიტპოლის შედეგებით ივანიშვილმა მანდატი ვერ მოიპოვა. მოსახლეობა ხვალ დილით დარწმუნდება, რომ ნაციონალურიმა მოძრაობამ გაიმარჯვა,” – აცხადებს დავით ბაქრაძე.

0
328
"მიუხედავად ძალადობისა, ივანიშვილმა ვერ მოიპოვა მანდატი," – ასე გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის პირველი ნომერი, დავით ბაქრაძე, რუსთავი2-ის ეგზიტპოლის შედეგებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე დარწმუნებულია, რომ პარტია არჩევნებზე პირველ ადგილს დაიკავებს. ამის შესახებ ბაქრაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლის შედეგების შეფასებისას განაცხადა. 
 
მისი თქმით, ეგზიტპოლის პირველადი შედეგებითაც კი ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მიიღო ხალხის ძლიერი მხარდაჭერა.
„განვლილი თვეების მანძილზე ვიხილეთ უმძიმესი საარჩევნო კამპანია, ძალადობით, აფეთქებით. დღეს ვიხილეთ საარჩევნო დღე, სადაც გამოყენებული იქნა დარღვევების მთელი სპექტრი, მაგრამ მიუხედავად ამისა ეგზიტპოლის პირველადი შედეგებითაც კი ბიძნა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მიიღო ხალხის ძლიერი მხარდაჭერა“, – განაცხადა ბაქრაძემ.
 
მისივე თქმით, 33% იმ ამომრჩევლისა, რომელმაც არ დაასახელა თუ ვის მისცა ხმა ძალიან მაღალია.
„ჩვენ გვაქვს ყველა საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ამ 33%-ის დიდი ნაწილი სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია და ამ ადამიანების ხმების ხარჯზე „ნაციონალური მოძრაობა“ დაიკავებს პირველ ადგილს“, – განაცხადა ბაქრაძემ.   

 
წინა სტატიაეგზიტპოლის პირველადი შედეგებით, ქართული ოცნება პირველ ადგილზეა, ნაციონალური მოძრაობა – მეორეზე
შემდეგი სტატიანიკა მელიამ დამკვირვებლებსა და კომისიის წევრებს ხმების დაცვისკენ მოუწოდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური