მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ბოლო საათები არის ძალიან მნიშვნელოვანი და ნუ დარჩებით სახლში'' - დავით...

,,ბოლო საათები არის ძალიან მნიშვნელოვანი და ნუ დარჩებით სახლში” – დავით უსუფაშვილი ამომრჩეველს მიმართავს

Published on

ჩვენ არ ვაპირებთ არც ვიგლოვოთ და არც ვიზეიმოთ ეგზიტპოლების შედეგები. ჩვენ დაველოდებით ცესკოს შედეგებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, “რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.„ჩვენ უკვე გავიარეთ კენჭისყრის ორი მესამედი. დარჩენილია კიდევ ერთი მესამედი და შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ ჩვენ შევძელით არჩევნების კარგად ორგანიზება და რაც ყველაზე მთავარია, ამომრჩეველს აქვს თავისუფლება, თავისუფლად გააკეთოს არჩევანი, მისცეს ხმა. გვაქვს ინფორმაცია სხვადასხვა ხარვეზებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს მხოლოდ ხარვეზებია. ვინაიდან სერიოზულ დარღვევებზე არ და ვერ ვსაუბრობთ. ჩვენი დამკვირვებლები აკვირდებიან უბნებს. ბოლო საათები არის ძალიან მნიშვნელოვანი და მინდა მივმართო ამომრჩევლებს, ნუ დარჩებით სახლში. ამომრჩეველთა აქტივობა არის მაღალი, მაგრამ არა იმდენად მაღალი, რომ საქართველოს პარლამენტი ადეკვატურად ასახავდეს მოსახლეობის განწყობებს”, – განაცხადა დავით უსუფაშვილი.
მისივე თქმით, ბოლო საათები არის ძალიან მნიშვნელოვანი.
„საარჩევნო ადმინისტრაციები უმკლავდებიან თავის საქმეს, მაგრამ მინდა მოვუწოდო ბოლო საათებში კიდევ უფრო ყურადღებით იყვნენ. მივეხმაროთ ერთმანეთს, რომ ძალიან კარგად ჩატარდეს არჩევნები. ეს ჩვენი სახელმწიფო ფუნქციაა. მზადდება ეგზიტპოლები. ჩვენ არ ვაპირებთ არც ვიგლოვოთ და არც ვიზეიმოთ ეგზიტპოლების შედეგები. ჩვენ დაველოდებით ცესკო-ს შედეგებს და ამის შემდეგ ჩამოვყალიბდებით იმაზე, რა შედეგი გვაქვს. ამისკენ მოვუწოდებ სხვა პარტიებსაც”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

სიახლეები

მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

კახეთში მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში...

სკოლის მოსწავლე, რომელსაც ნადირობისას ბრმა ტყვია მოხვდა, გარდაიცვალა

თერჯოლაში უბედური შემთხვევის შედეგად მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფოემაციას...

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა - ტელევიზიის დამფუძნებელი და მოქმედი დირექტორი ვატო წერეთელი...

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები...