მთავარისიახლეებიპოლიტიკაბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების ამომრჩეველს: გილოცავთ, თქვენ აირჩიეთ გენიალური გუნდი, კამანდა

ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების ამომრჩეველს: გილოცავთ, თქვენ აირჩიეთ გენიალური გუნდი, კამანდა

Published on

აქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არჩევნების შედეგით კმაყოფილია. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების ოფიციალურად ცნობილი არ არის, "ოცნებაში" საზეიმო ვითარებაა.
ივანიშვილმა მმართველი პარტიის მიღწევებზე ისაუბრა და პრემიერ მინისტრ კვირიკაშვილს ჭეშმარიტად საყვარელი პოლიტიკური ლიდერი უწოდა.
 
ექსპრემიერმა ამომრჩეველს უთხრა, რომ არ შემცდარან და კმაყოფილება გამოთქვა, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დაუჯერა.
 
,,შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა ქართულმა ოცნებამ და ეს არის 2012 წლის გამარჯვების გაგრძელება. 5 წლის წინ დავიწყეთ. შეგახსენებთ, რომ საქართველო დიქტატურის მსხვერპლი შეიძლება გამხდარიყო, პატრიარქის სიტყვებს თუ გავიხსენებთ, უფსკრულის პირას ვიდექით, როცა პოლიტიკაში დავიწყეთ აქტიურობა. დღეს საქართველო დემოკრატიული ღირებულებებით ადამიანის უფლებებით ევროპის მოწინავე ქვეყნებთან კონკურენციაშია, ჩვენი ეკონომიკა სწრაფი ტემპებით განვითარდება. ნაცვლად გაუგებარი ხელისუფლებისა გყავთ ჭეშმარიტად საყვარელი ხელისუფლება. კვირიკაშვილის მეთაურობით გენიალური ლიდერი, რომელიც არათუ მარტო კაცობაზე, ზენობაზე დებს თავს და აქვს ამის საფუძველი. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს საზოგადოებას, განსაკუთრებით მინდა მოვეფერო მათ, ვინც ჩემ აზრს იზიარებს და არ შემცდარხართ და არაფერი არ წაგიგიათ. ეს იყო თქვენი არჩევანი და თქვენ გააკეთეთ ძალიან ღირსეული არჩევანი, თქვენ აირჩიეთ გენიალური გუნდი, კამანდა და გარწმუნებთ ქვეყანა სწორი მიმართუელბით განვითარდება“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

სიახლეები

მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

კახეთში მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში...

სკოლის მოსწავლე, რომელსაც ნადირობისას ბრმა ტყვია მოხვდა, გარდაიცვალა

თერჯოლაში უბედური შემთხვევის შედეგად მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფოემაციას...

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა - ტელევიზიის დამფუძნებელი და მოქმედი დირექტორი ვატო წერეთელი...

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები...