მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი მერაბ ქვარაია მიმართვას ავრცელებს

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი მერაბ ქვარაია მიმართვას ავრცელებს

Published on

„ჩვენი საარჩევნო კამპანია დასასრულს მიუახლოვდა. დგება დრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების. დრო, როცა ჩვენ ყველამ ერთად უნდა ავირჩიოთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი დღე, მისი განვითარება, ჩვენი ქვეყნის მომავალი. ჩვენ ვალდებულნი ვართ გავაკეთოთ სწორი არჩევანი. ამ გადამწყვეტ მომენტში მეტად მნიშვნელოვანია სამეგრელოს, და განსაკუთრებით ზუგდიდის სიტყვა. ვთქვათ პირდაპირ, დღეს ზუგდიდი მარტო თავის თავს არ წარმოადგენს. დღეს ზუგდიდი სამეგრელოა. დღეს ზუგდიდი აფხაზეთია. დღეს ზუგდიდს მთელი საქართველო იმედის თვალით შეჰყურებს. ზუგდიდმა თავისი ღირსეული სიტყვა უნდა თქვას.დარწმუნებული ვარ, ჩვენ გავამართლებთ იმედებს და და სიტყვას 8 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ და მისი კანდიდატების სასარგებლოდ ვიტყვით. დარწმუნებული ვარ, 8 ოქტომბერს თითოეული თქვენგანის მხარდაჭერით მე გავხდები ზუგდიდის წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში და ერთად გავაგრძელებთ მუშაობას იმ პრობლემებსა და საჭიროებებზე, რომელიც გვაწუხებს, იმ საქმეებზე, რომელიც ერთად წამოვიწყეთ. დასაქმება, სოციალური და საპენსიო სისტემის სრულყოფა, ახალგაზრდული პოლიტიკა, ადამიანთა უფლებები, ბიზნესის მხარდაჭერა, დედათა და ქალთა პრობლემები, სპორტი, განათლება, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეს ის საკითხებია, რომლებზეც საქართველოს პარლამენტში აქტიურად ვიმუშავებ. მე ვიქნები შუამავალი ზუგდიდელ ამომრჩეველსა და ხელისუფლებას შორის, ვიქნები აქტიური ლობისტი და მხარდამჭერი ჩვენი ქალაქის და მისი მოსახლეობის, ზუგდიდის ინტერესების დამცველი საქართველოს პარლამენტში.შევქმნი მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებს ადგილობრივ საკითხებზე. ვიქნები ყველაზე ხელსმისაწვდომი დეპუტატი ზუგდიდის ისტორიაში, რომელიც ყოველთვის იქნება თავის ქალაქთან და თავის ხალხთან ერთად. ერთობა ყველაზე დიდი ძალაა. ერთად ყველა სიძნელე და დაბრკოლება იოლად დაიძლევა. მე ეს ჩემი ცხოვრებისეული და შრომითი გამოცდილებით ვიცი. ამიტომ მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ და შემდეგი ოთხი წელი ზუგდიდისთვის და საერთოდ საქართველოსთვის იქნება ყველზე ნაყოფიერი და წარმატებული პერიოდი. ჩვენ შევძლებთ ყველა დაწყებული საქმე სწრაფი ტემპით გავაგრძელოთ. ჩვენ ერთად მოვიპოვებთ კეთილდღეობას, რომელსაც მოველით.
ჩემო ზუგდიდელებო, დღეს მე დარწმუნებული ვარ ჩემი ქალაქის მხარდაჭერაში. თქვენი თანადგომით ჩვენ შევძლებთ, რომ გავიმარჯვოთ. თითოეული ხმა ჩემთვის მნიშვნელოვანია. საარჩევნო ბიულეტენში შემოხაზეთ ნომერი 41. „ქართული ოცნების“ და მისი კანდიდატების არჩევით ჩვენ ხმას მივცემთ თავისუფლებას, ჩვენი ქვეყნის სწრაფ განვითარებას, ჩვენს საერთო კეთილდღეობას. გავიმარჯვოთ ერთად“, – კანდიდატის  მიმართვაში.
 

სიახლეები

POLITICO- ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურულ შეხვედრაზე მკვეთრად...

HRW-ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ...

პოლონეთში 5 თვის ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია ქართველი დედა, მამაზე კი ძებნა გამოცხადდა

პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს  ადგილობრივი...

ვიბრძოლებ მანამ, სანამ ყველა დამნაშავე არ დაჯდება საბრალდებო სკამზე! – მოკლული მასწავლებლის დედა

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე მადლობას უხდის საქმის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს, პროკურორებსი და გამომძიებლების...