მთავარისიახლეებიმსოფლიოამერიკის შეერთებულ შტატებში ქარიშხალი ,,მეთიუ'' მძვინვარებს

ამერიკის შეერთებულ შტატებში ქარიშხალი ,,მეთიუ” მძვინვარებს

Published on

ჰაიტიზე ქარიშხალ „მეთიუს“ შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 300-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ხელისუფლება ავრცელებს. „ბიბისი“-ს ცნობით, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ კიდევ უცნობია, რადგან მაშველებს ქვეყნის განაპირა რეგიონებში მუშაობა არ დაუწყიათ. 
ქვეყანაში ქარიშხლის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა სწრაფი ტემპით იზრდება. ჯერ კიდევ გუშინ, ქვეყნის ხელისუფლება 23 გარდაცვლილი ადამიანის შესახებ საუბრობდა, დღეს მათი რაოდენობა 283-მდე გაიზარდა. საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ წყაროს მიხედვით, გარდაცვლილთა რაოდენობა ამ დროისთვის 339-ია. არსებული ინფორმაციით, როშ-ა-ბატოში 50 ადამიანი დაიღუპა, ჟერემიში კი შენობა-ნაგებოების 80 % დაინგრა.
სტიქიას ამერიკის შტატ ფლორიდაშიც   ელოდებიან. ქარიშხლის პროგნოზირების ეროვნული ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ქარიშხლით გამოწვეული შტორმის შედეგად, ტალღების სიმაღლემ, შესაძლოა, 5 მეტრს მიაღწიოს, რაც დამატებით ზარალს გამოიწვევს. ეს ჰაიტისა და კუბას შემდეგ  ყველაზე ძლიერი ქარიშხალია უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში.სტიქიური უბედურების დონე 5-დან მეოთხე კატეგორიით არის შეფასებული. მსგავსი სიძლიერის ქარიშხალი ფლორიდას უკანასკნელად 2004 წელს დაატყდა თავს. 
ფლორიდის აღმოსავლეთ სანაპიროს მილიონობით ადამიანი ტოვებს. 
მეტეოროლოგების ცნობით, ფლორიდის  შემდეგ ქარიშხალი  ჯორჯიისა და სამხრეთ კაროლინის შტატებისკენ გადაინაცვლებს. 
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აღნიშნულ სამ შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ქვეყნის პირველი პირის გადაწყვეტილებით, სტიქიით დაზარალებულ შტატებში მაშველების დამატებითი ჯგუფები გაიგზავნება.

სიახლეები

„TV იმედისა“ და „პოსტ TV“-ს დასანქცირება კომპანიებისთვის სერიოზულ ფინანსურ სირთულეებს შექმნის – ეკონომისტი

ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, დიდი ბრიტანეთის მიერ „TV იმედისა“ და „პოსტ TV“-ს დასანქცირება კომპანიებისთვის...

ზურაბიშვილი- 4 წლის შემდეგაც, რუსეთმა უკრაინის მუხლებზე დაჩოქება ვერ მოახერხა

ძვირფასო ვოლოდიმირ, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მინდა, ამ დღეს, 24 თებერვალს, თქვენთან ერთად გავიზიარო ეს...

აქედან ვუთხარი ბაიდენს, რომ იარაღი მჭირდება და არა ტაქსი გასაქცევად – ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავის გამო თანამოქალაქეებისადმი ვიდეომიმართვა გაავრცელა,...

გაგრასთან დრონი ჩამოვარდა, მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ

რადიო თავისუფლების პროექტი Эхо Кавказа-ს ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება გაგრის რაიონში დრონის ჩამოვარდნისა და...