მთავარისიახლეებიპოლიტიკაკოლმეურნეობის მოედანზე, ნაციონალური მოძრაობის ოფისთან, დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანა ააფეთქეს შს-მ გამოძიება...

კოლმეურნეობის მოედანზე, ნაციონალური მოძრაობის ოფისთან, დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანა ააფეთქეს შს-მ გამოძიება 109 განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

Published on

კოლმეურნეობის მოედანზე, ნაციონალური მოძრაობის ოფისთან, დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანა ააფეთქეს. შს მინისტრის პირველი მოადგილის, ბესიკ ამირანაშვილის, განცხადებით, უწყებამ გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში.„ამ ეტაპზე მომხდარის კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში. შემთხვევის ადგილზე მუშაობს ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფი. ტარდება ყველა პირველადი საგამოძიებო მოქმედება და უახლოეს პერიოდში ვეცდებით, რომ საქმეზე დავადგინოთ ჭეშმარიტება,“ – აცხადებს ბესიკ ამირანაშვილი.ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  დაშავებულთაგან 2 მკურნალობას ინგოროყვას კლინიკაში გადის. დაშავებულები მინისტრმა დავით სერგეენკომ მოინახულა.მინისტრის განცხადებით, ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, ერთს კი მსუბუქი დაზიანებები აქვს მიღებული. მინისტრი აცხადებს, რომ სიცოცხლესთან შეუსაბამო დაზიანებები არცერთ პირს არა აქვს მიღებული. "მიუღებელია ფაქტი მითუმეტეს, რომ დაზარალებულები არიან ირგვლივმყოფი ადამიანები, შემთხვევითი გამვლელები. დასაგმობი ფაქტია. დარწმუნებული ვარ, რომ უმოკლეს დროში გამოიძიებენ ამ საქმეს," – აცხადებს მინისტრი სერგეენკო. 
 
 
 
 
 
 
 
 

სიახლეები

მიხეილ ყაველაშვილსა და დონალდ ტრამპს შორის კომუნიკაცია შედგა – ტალიაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი დონალდ ტრამპის მიწვევით დაესწრო ოფიციალურ მიღებას. ეს ღონისძიება გაიმართა აშშ-ის პრეზიდენტის და...

უკრაინელებმა ბაშკირეთში უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

გამთენიისას უკრაინულმა კამიკაძე დრონებმა რუსეთში, ბაშკირეთის რესპუბლიკაში, სალავატის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს – შედეგად, ადგილზე...

4 ოქტომბერს დანიშნულ არჩევნებს ტრადიციული სადამკვირვებლო მისიით ვერ დავაკვირდებით-საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ცნობით, 31-წლიანი არსებობის განმავლობაში პირველად, ორგანიზაცია 2025 წლის 4...

ნანუკა ჟორჟოლიანი დღეს პროკურატურაში გამოიკითხება

ნანუკა ჟორჟოლიანი დღეს პროკურატურაში გამოიკითხება - საქველმოქმედო ფონდ „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებელი საგამოძიებო უწყებაში ე.წ....