მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდის სამმართველოში დიდინეძის ინციდენტში მონაწილე პირი დაიკითხა

ზუგდიდის სამმართველოში დიდინეძის ინციდენტში მონაწილე პირი დაიკითხა

Published on

დიდინეძის ინციდენტში მონაწილე ენმ-ის წევრი კახა ქირიას დღეს ზუგდიდის პოლიციის ამმართველოში დაიკითხა.ქირიამ დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისცა ახსნა-განმარტება გამოძიებას და განვუმარტე, რომ ინციდენტის დროს მე იქ არ ვიმყოფებოდი და გოგონას ხელს ფიზიკურად ვერ დავარტყამდი, მე ინციდენტის დასრულების შემდეგ მივედი.- განაცხადა კახა ქირიამ
„მან დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, რომ არ ეთანხმება ამოცნობის შედეგს. მოგეხსენებათ ამოცნობა მოხდა და პირდაპირ ბატონ კახაზე მიუთითა ქალბატონმა, თუმცა ბატონი კახა არ იმყოფებოდა ინციდენტის დროს იქ. შესაბამისად, დასახელდნენ ის პირები, ვინც დაადასტურებს, რომ ნამდვილად ბატონი კახა ქირია შემდეგ მივიდა იქ. გაირკვევა ის, რომ ნამდვილად შეცდა ქალბატონი, რომელმაც ბატონ კახაზე მიუთითა, რომ მან იძალადა მასზე“, – განაცხადა ადვოკატმა ბაჩუკი ყურაშვილმა. ხოლო რაც შეხება პაპუნა კუკავას, მისი განმარტებით, უცნობია რატომ დაიბარეს ხეკმეორედ დაკითხვაზე.
შეგახსენებთ, რომ ინციდენტი ‘ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებსა და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ფრთას შორის სოფელ დიდინეძში 1 ოქტომბერს მოხდა. შსს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125 – ე მუხლით, რაც ცემას ითვალისწინებს.
 

სიახლეები

სასამართლომ ზუგდიდელი აქტივისტი, შალვა ესართია 7 დღით პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ ზუგდიდელი აქტივისტი, შალვა ესართია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 7 დღით პატიმრობაში გაუშვა. გადაწყვეტილება...

სუს-ში BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით ვახტანგ გომელაური გამოიკითხა

შსს-ს ყოფილი მინისტრი, ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით გამოიკითხა ცნობისთვის, 2025 წლის...

რძის შემცველი პროდუქტების საწარმოს საქმიანობა შევუჩერეთ – სურსათის სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, რძის შემცველი პროდუქტების საწარმოს საქმიანობა შეუჩერეს. "სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის...

მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავა – მათ საქართველოდან გააძევებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს - მათ...