მთავარისიახლეებიპოლიტიკაGFK-ის კვლევა: ,,ნაციონალურ მოძრაობას'' უფრო მაღალი რეიტინგი აქვს, ვიდრე ,,ქართულ ოცნებას''

GFK-ის კვლევა: ,,ნაციონალურ მოძრაობას” უფრო მაღალი რეიტინგი აქვს, ვიდრე ,,ქართულ ოცნებას”

Published on

გამოქვეყნდა  სოციოლოგიური კვლევის კომპანია GFK – ს მიერ  რუსთავი2-ის დაკვეთით შესრულებული მესამე წინასაარჩევნო გამოკითხვის შედეგები.
პირდაპირი წესით გამოკითხვის შედეგებით,   ენმ-სა და ქართულ ოცნებას შორის რეიტინგებში 1%-იანი სხვაობით ოპოზიციური პარტია უგებს მმართველ გუნდს.
არჩევნებამდე ზუსტად ერთი კვირით ადრე, კითხვაზე, რომელ პარტიას მისცემს ხმას ამომრჩეველი, თუ მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო არჩევნებში, შედეგები ასე გადანაწილდა – ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ხმას აძლევს გამოკითხულთა  26%, ქართულ ოცნებას –  25.4%.
თბილისში ნაციონალურ მოძრაობას 24,4%-იანი მხარდაჭერა აქვს, ქართულ ოცნებას კი – 23,3%, დედაქალაქში ენმ ქართულ ოცნებას 1%-ით უსწრებს. რაც შეეხება რეგიონებს,  აქ ”ნაციონალურ მოძრაობას” ხმას 26.5%, ”ქართულ ოცნებას” კი 26.2% მისცემდა. 
. რიგით მესამე კვლევის შედეგების თანახმად, ”ნაციონალური მოძრაობა” წინა ორ კვლევასთან შედარებით ”ქართულ ოცნებას” 0.6% უსწრებს. 
წინასაარჩევნოდ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, კომპანია GFK-მ 2016 წლის 12-25 სექტემბერის პერიოდში საქართველოს მასშტაბით ჩაატარა. პირდაპირი გამოკითხვის გზით გამოიკითხა 2200 სრულწლოვანი მოქალაქე, რომელსაც ხმის მიცემის უფლება გააჩნია. შესაძლო ცდომილება +/–2.1%-ია.

სიახლეები

აშშ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს

ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთის მოქალაქეებისთვის აშშ-ის კუნძულოვან ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ...

საია: პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვს

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აქვეყნებს მიმოხილვას - პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს...

ანა წითლიძე პლენუმს: ილია გზას აირჩევთ თუ ბერბიჭაშვილების, ეს თქვენი გადასაწყვეტია

"ჩვენ გვყავდა ანწუხელიძეც და სერგო ორჯონიკიძეც, ჩვენ გვყავდა ილია და გვყავდა ბერბიჭაშვილებიც. რომელ გზას...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო...