მთავარისიახლეებისაზოგადოებამკვლელობა გახსნილია, მაგრამ რა პასუხს გასცემს ამომრჩეველი ,,ქართული ოცნების'' კანდიდატს, ...

მკვლელობა გახსნილია, მაგრამ რა პასუხს გასცემს ამომრჩეველი ,,ქართული ოცნების” კანდიდატს, რომელმაც მშვიდად გააგრძელა კონცერტი, როცა ბავშვი სისხლისგან იცლებოდა?

Published on

 შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური  ავრცელებს ცნობას , რომ  წუხელ ქვემო ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. დაკავებულია სავარაუდო მკვლელი   –  2000 წელს დაბადებული ლ.შ. , ნივთმტკიცებად ამოღებულია   დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა.  
,,გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 29 სექტემბერს, თბილისში, რუსთავის გზატკეცილზე, სასტუმრო „ტატოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით, სახის არეში მსუბუქად დაჭრა 1999 წელს დაბადებული ო.ყ., ხოლო გულმკერდის არეში – 2000 წელს დაბადებული ა.ბ, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა. ლ.შ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით)"- ნათქვამია განცხადებაში.
ამრიგად მკვლელი პასუხს აგებს, მაგრამ რა ვერდიქტს გამოუტანს ელექქტორატი მათ, ვინც მშვიდად გააგრძელა კონცერტი, როცა ბავშვი სისხლისგან იცლებოდა? რჩება თუ არა კითხვა, რამდენად დაიცავს ხალხის ინტერესებს ,,ქართული ოცნების ''კანდიდატი ბექა ოდიშარია, თუ პარლამენტში მოხვდა?  

სიახლეები

გერმანია უკრაინას ზამთრის პერიოდში დამატებით €170 მილიონით დაეხმარება

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ბუნდესტაგში საუბრისას განაცხადა, რომ ბერლინი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდასა და...

შსს-მ განზრახ მკვლელობის ბრალდებით წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1991...

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა აღარ არ­სე­ბობს-სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აღარ ჰყავს, მისი თქმით ახლა ქვეყანას მარიონეტი მთავრობა...

“ძვირფასო მარიამ, როგორ ბრძანდებით?!” ანუ “ვისი სული სურს” მდგრად მინისტრს?

ლაშა ბერულავა, ოდიშინიუსი არ მოგიწერიათ, რამდენი ხანიაო, სოციალურ ქსელებში აქტიური ეკონომიკის მინისტრი მისით დაინტერესებულ...