მთავარისიახლეებიმსოფლიოჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია-დედამიწის მოსახლეობის 92% დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია-დედამიწის მოსახლეობის 92% დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს

Published on

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, დედამიწის ათი მცხოვრებიდან ცხრა ცხოვრობს იმ რაიონში, სადაც ჰაერი ზედმეტად დაბინძირებულია.WHO-ს ანგარიშის თანახმად, ყველაზე რთული ვითარება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონის დასავლეთ ნაწილშია, მათ შორის ჩინეთში, მალაიზიასა და ვიეტნამში.ორგანიზაციის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და გარემოს დეპარტამენტის დირექტორის, მარია ნეირას განცხადებით, ახალი მონაცემები იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ “ეს საგანგებო მდგომარეობაა.“ორგანიზაციის ექსპერტები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ყველაზე რთული ვითარება ქალაქებშია, თუმცა სოფლებში ვითარება ბევრად უარესია, ვიდრე ეს ბევრს წარმოუდგენია.WHO- ს მონაცემები, სატელიტურ გამოსახულებებსა და მსოფლიოს 300 000-ზე მეტ რაიონში ჩატარებულ სინჯებს ეყრდნობა.ორგანიზაციის ცნობით, მსოფლიოში ყოველი მეცხრე სიკვდილი ჰაერის დაბინძურებას უკავშირდება, ხოლო 2012 წელს ჰაერის დაბინძურებამ სამ მილიონამდე ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.
 
 
 
 

სიახლეები

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...