მთავარისიახლეებიპოლიტიკაქართველი ჯარისკაცების ავღანეთში გაცილების ცრემონიაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ,სიტყვით მიმართა სამხედროებს

ქართველი ჯარისკაცების ავღანეთში გაცილების ცრემონიაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ,სიტყვით მიმართა სამხედროებს

Published on

  ქართველი ჯარისკაცების ავღანეთში  გაცლების ცერემონიაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა,სიტყვით მიმართა სამხედროებს: „დღეს ჩვენთვის ერთ-ერთი ემოციური წუთებია. ასევე ემოციური წუთებია თქვენი ოჯახებისთვის, თქვენი მეგობრებისთვის და თქვენი პარტნიორებისთვის. ჩვენ ვართ ერთი გუნდი, საერთო განწყობებით, საერთო სიხარულით, ტკივილით და რაც მთავარია, საერთო ღირებულებებით. ჩვენი და ჩვენი შვილების თავისუფლებისთვის, უსაფრთხოებისთვის და ღირსებისთვის ჩვენ ვდგავართ როგორც ჩვენი ქვეყნის ფარგლებში სამშობლოს სადარაჯოზე, ისე მის ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო მისიებში. ყველა ქართველს აქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება და პატივისცემა იმ საპასუხისმგებლო მისიის მიმართ, რომელიც თქვენ ავღანეთში უნდა განახორციელოთ. ჩვენ სამაგალითო ვართ თანამშრომლობის იმ მაღალი ხარისხით და პარტნიორობით, რომელსაც ავღანეთში ვიჩენთ. მე თავად ვიხილე, რა გამორჩეულები ვართ ქართველები და ყველანი ვამაყობთ თქვენით. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ტრადიციებს თქვენც გააგრძელებთ ავღანეთში“, – განაცხადა იზორიამ.თავდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა სამხედროების ოჯახებს თანადგომისთვის და თანაბრძოლისთვის.  „თქვენ აგრძელებთ ჩვენი გენის მებრძოლ სულისკვეთებას და ჩვენ თქვენს ოჯახებთან და პარტნიორებთან ერთად ვლოცულობთ, რომ მშვიდობით დაუბრუნდეთ ჩვენს სამშობლოს“, – მიმართა იზორიამ ქართველ სამხედროებს.

 

 

სიახლეები

სააპელაციო სასამართლოში ზვიად რატიანის პროცესი გადაიდო

ზვიად რატიანის საქმე - სააპელაციო სასამართლოში დაკავებული პოეტის პროცესი გადაიდო. ადვოკატის, ქეთი ჩუთლაშვილის განმარტებით, სასჯელაღსრულების...

სახალხო დამცველი ლევან ხაბეიშვილის საქმეს შეისწავლის

სახალხო დამცველი ლევან ხაბეიშვილის საქმეს შეისწავლის - ეს პირობა პოლიტიკოსის ადვოკატებმა და ოჯახის წევრებმა,...

41 ნაბიჯი რუსეთისკენ – ოცნების ანტიევროპული კურსის ერთი წელი – TI

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ 2025 წელს ქართული ოცნების გადადგმული ნაბიჯები შეაჯამა და განაცხადა, რომ ამ...

ზელენსკი-რუსეთმა 30 რაკეტა და 600-ზე მეტი დრონი გამოიყენა, დაღუპულია 4 ადამიანი

გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაზე ფრთოსანი რაკეტებისა და დრონების გამოყენებით მასობრივი კომბინირებული იერიში მიიტანა. უკრაინის პრეზიდენტის,...