მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი მღებრიშვილი:არჩევნების დღეს პოლიციელთა გაზრდილი რაოდენობა არა საარჩევნო უბნებზე, არამედ მის გარეთ...

გიორგი მღებრიშვილი:არჩევნების დღეს პოლიციელთა გაზრდილი რაოდენობა არა საარჩევნო უბნებზე, არამედ მის გარეთ იქნება შესამჩნევი

Published on

არჩევნების დღეს პოლიციელების რაოდენობა თვალშისაცემი იქნება ქუჩაში და არა საარჩევნო უბნების ტერიტორიაზე, – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა  განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მოგვიანებით ვინმეს მხრიდან რომ არ მოხდეს არასწორი ინტერპრეტაცია, ის ყველას განუმარტავს, რომ ბოლო საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, არჩევნების დღეს პოლიციელთა გაზრდილი რაოდენობა არა საარჩევნო უბნებზე, არამედ მის გარეთ იქნება შესამჩნევი. ”ჩვენ საქართველოსა და მისი თითოეული მოქალაქის პოლიცია ვართ. იმისთვის, რომ მოგვიანებით მავანთა მიერ არ მოხდეს არასწორი ინტერპრეტაცია, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ბოლო საკანონმდებლო ცვლილებიდან გამომდინარე, არჩევნების დღეს პოლიციელების რაოდენობა უფრო მეტი და თვალშისაცემი იქნება ქუჩაში, თუმცა არა საარჩევნი უბნებში ან უბნების ტერიტორიაზე. ამასთან, ჩვენ განვახორციელებთ უფრო აქტიურ პატრულირებას. რეაგირება იქნება მკაცრი. პირადად მე და შსს-ს მთელი შემადგენლობა არ დავუშვებთ არანაირი დესტაბილიზაციის მცდელობას. ძალადობის ნებისმიერი გამოვლენის დაუყოვნებლივ აღკვეთა მოხდება. გამოვიყენებთ კანონით განსაზღვრულ ყველა ინსტრუმენტს, რათა თავიდან ავიცილოთ ყველანაირი ფიზიკური დაპირისპირება, რომელი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. 
 
 

სიახლეები

სააპელაციო სასამართლოში ზვიად რატიანის პროცესი გადაიდო

ზვიად რატიანის საქმე - სააპელაციო სასამართლოში დაკავებული პოეტის პროცესი გადაიდო. ადვოკატის, ქეთი ჩუთლაშვილის განმარტებით, სასჯელაღსრულების...

სახალხო დამცველი ლევან ხაბეიშვილის საქმეს შეისწავლის

სახალხო დამცველი ლევან ხაბეიშვილის საქმეს შეისწავლის - ეს პირობა პოლიტიკოსის ადვოკატებმა და ოჯახის წევრებმა,...

41 ნაბიჯი რუსეთისკენ – ოცნების ანტიევროპული კურსის ერთი წელი – TI

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ 2025 წელს ქართული ოცნების გადადგმული ნაბიჯები შეაჯამა და განაცხადა, რომ ამ...

ზელენსკი-რუსეთმა 30 რაკეტა და 600-ზე მეტი დრონი გამოიყენა, დაღუპულია 4 ადამიანი

გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაზე ფრთოსანი რაკეტებისა და დრონების გამოყენებით მასობრივი კომბინირებული იერიში მიიტანა. უკრაინის პრეზიდენტის,...