მთავარისიახლეებიკონფლიქტებივიაჩესლავ ჩირიკბამ მორიგ სკანდალურ დეპორტს მოლდოვადან საგარეო უწყების ხელმძღვანელის...

ვიაჩესლავ ჩირიკბამ მორიგ სკანდალურ დეპორტს მოლდოვადან საგარეო უწყების ხელმძღვანელის პოსტის დატოვება არჩია

Published on

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ განაცხადა, რომ შექმნილ ვითარებაში ვერ ხედავს შესაძლებლობას, განაგრძოს მუშაობა საგარეო უწყების ხელმძღვანელის პოსტზე, და იმედი გამოთქვა, რომ აფხაზეთი არ შეიცვლის საგარეო პოლიტიკურ გეზს.
 
სამშაბათს გაკეთებულ ამ განცხადებას 21 სექტემბერს გამოეხმაურა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესსამსახური, რომლის თქმით, მინისტრთა კაბინეტის დაშლის შემდეგ ჩირიკბა აღარ დანიშნეს საგარეო საქმეთა მინისტრად. ამის   უმთავრესი მიზეზი იყო მისი უარი, აფხაზეთის დელეგაციის შემადგენლობაში გამგზავრებულიყო დნესტრისპირეთის რესპუბლიკაში, „დამოუკიდებლობის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.
სოხუმის ხელისუფლების ხელმძღვანელის პრესსამსახურის თანახმად, უარი ჩირიკბამ იმით ახსნა, რომ მოლდავეთის მიერ მისი დეპორტაციის შემთხვევაში მას სირთულეები შეექმნებოდა ევროპის ქვეყნებში მგზავრობისას.
 
 შეგახსენებთ, 1 სექტემბერს  კიშინიოვის აეროპორტში მოლდოვას სასაზღვრო პოლიციამ  დააკავა და დეპორტით გამოისტუმრა ე.წ. აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგლე ოლეგ არშბა, რომელიც, აფხაზური მედიის ცნობით,  სამუშაო ვიზიტით მიემგზავრებოდა დნესტრისპირეთში   რესპუბლიკის ხელმძღვანელობის მიწვევით. ეს  მოლდოვადან  სეპარატისტული აფხაზეთის წარმომადგენლების დეპორტირების პირველი შემთხვევა არ ყოფილა – ზუსტად ერთი წლის წინათб 2015 წლის სექტემბერში მოლდოვის ხელისუფლებამ  აეროპორტში რეისიდან მოხსნა  აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციები, რომლებიც  დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დედაქალაქ ტირასპოლში ოფიციალურ ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ. უკან დაბრუნებისას კიშინიოვის აეროპორტში მათი რეისი გააჩერეს, დელეგაციის დეპორტირება მოახდინეს და მოლდოვაში 10 წლით შესვლა აუკრძალეს. 
 
 

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...