მთავარისიახლეებიმსოფლიოევროკავშირის ლიდერების სამიტი - პირველად დიდი ბრიტანეთის გარეშე

ევროკავშირის ლიდერების სამიტი – პირველად დიდი ბრიტანეთის გარეშე

Published on

ევრონიუსის ცნობით, დღეს ბრატისლავაში  გაიმართება ევროკავშირის ლიდერების სამიტი, პირველად დიდი ბრიტანეთის გარეშე.
შეხვედრის მთავარი თემებიამიგრაციული კრიზისი, უსაფრთხოების საკითხები და რაც მთავარია, ცხოვრება  „ბრექსიტის“ შემდეგ სახელდება.
ევროპის საბჭოს თავმჯდომარის დონალდ ტუსკის განცხადებით, შეხვედრის მიზანია „საერთო მომავალზე პოლიტიკური კონტროლის აღდგენა, სამიტმა სათავე უნდა დაუდოს ევროკავშირში შემავალი ქვეყნების ბედზე უფრო ღრმა დაფიქრების პერიოდს''
„ჩვენ აქ, ბრატისლავაში, სამიტზე და მის შემდეგაც უნდა შევძლოთ ჩვენი მოქალაქეების დარწმუნება იმაში, რომ  დიდი ბრიტანეთის გასვლა ჩვენთვის კარგი გაკვეთილი იყო და   მზად ვართ დავუბრუნოთ ევროკავშირს 
სტაბილურობისა და ეფექტური დაცულობის განცდა“, – განაცხადა ტუსკმა.
სლოვაკეთის პრემიერ მინისტრის რობერტ ფიცოს თქმით, სამიტის მნიშვნელოვანი ამოცანაა შეაჩეროს პესიმიზმის ტალღა და გამორიცხოს სხვადასხვა რეფერენდუმებისა და ევროკავშირის შემასუსტებელი სხვა მცდელობების ჯერი''.
,,ბრექსიტის“  შემდეგ ევროსკეპტიკოსების მხრიდან  გამუდმებით  მიდის მტკიცება იმისა, რომ  ევროკავშირიდან სხვა ქვეყნებიც გავლენ და მისი დაშლა გარდუვალია, რადგან იგი ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას ევროპაში. 
 
 

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...