მთავარისიახლეებიპოლიტიკა"რაღაც არასწორად გაიგეს, მანერები საერთოდ არ მიხსენებია"- ბიძინა ივანიშვილმა "ზუგდიდის" შეკითხვას უპასუხა

“რაღაც არასწორად გაიგეს, მანერები საერთოდ არ მიხსენებია”- ბიძინა ივანიშვილმა “ზუგდიდის” შეკითხვას უპასუხა

Published on

რას გულისხმობდა ბიძინა ივანიშვილი, როცა გურიის რეგიონის ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას მანერები დაუწუნა?- GDS-ის პირდაპირ ეთერში ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ «ზუგდიდის» კორესპონდენტის ეკატერინე ფარულავას შეკითხვაზე პასუხი გასცა.ყოფილმა პრემიერ მინისტრმა უპასუხა, რომ მას ეს სიტყვა არ უხსენებია და არასწორად გაიგო საზოგადოებამ, რადგან ის დიდ პატივს სცემს ზვიად გამსახურდიას.  და თუ თქვა, რომ ზვიად გამსახურდიას მმართველობის პერიოდში გამოცდილება აკლდა, ეს ბუნებრივიას, «ან საიდან უნდა ჰქონოდა გამოცდილება? შემდეგ მათზე ისწავლეს სხვებმა.» 25 წელია მოჯადოებულ წრეზე დავდივართ და ახლა  ძლივს მივიღეთ გამოცდილება, რომ სწორედ ამ მთავრობაში უკვე დიდია ზვიად გამსახურდიის მთავრობის მიერ მიღებული გამოცდილების გავლენა. ჩვენ პირველად დღეს მივიღეთ ხელისუფლება მართვის კარგი გამოცდილებით, სწორედ ეს გამოკვეთავს ჩემს მხარდაჭერას დღევანდელი გუნდისადმი. კიდევ ერხელ ღრმა პატივისცემას გამოვხატავ ზვიად გამსახურდიას მიმართ.-განაცხადა ივანიშვილმა.გურიის ჟურნალისტებთან საუბარში ბიძინა ივანიშვილმა თქვა: «შეიძლება, ძალიან გულანთებული იყო და მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ზვიად გამსახურდიას, მაგრამ მართვას უნდა ცოდნა. ასე არ არის, რომ მარტო გიყვარდეს და გული გეწვოდეს. ამავდროულად გამოცდილება და შესატყვისი მანერები უნდა გქონდეს და გუნდი უნდა იყოს დაკომპლექტებული ისეთი ხალხით, ვისაც ხელეწიფება, სწორად მართოს ქვეყანა.» მაშინ ამ  წინადადებამ საზოგადოების აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

სიახლეები

რუსეთი და ოკუპ. რეგიონების რეჟიმები თბილისისგან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს ითხოვენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა...

პაპუაშვილი-დადგა დრო, EU-მ გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას, პასუხები დისკუსიაშია

ისევე როგორც ბელგიაში, ლუქსემბურგშიც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი წუხილი ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში...

მოსკოვში რაკეტით ჩავალ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მოსკოვში ვიზიტს „რაკეტით“ გეგმავს. ვიდეო, რომელიც სოციალურ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი...