მთავარისიახლეებიპოლიტიკაბიძინა ივანიშვილმა "ოდიშის" კითხვას, ეწირება თუ არა ბიზნეს ინტერესებს განმუხურის ბულვარი, კონკრეტული...

ბიძინა ივანიშვილმა “ოდიშის” კითხვას, ეწირება თუ არა ბიზნეს ინტერესებს განმუხურის ბულვარი, კონკრეტული პასუხი არ გასცა(video)

Published on

 
,,სასტუმროს განმუხურში არა იმიტომ ვაშენებ, რომ ფული გავაკეთო, არამედ ვხარჯავ და ვხარჯავ ჭარბად, რათა შარმი მიეცეს შავ ზღვას'',,განსაკუთრებული სიყვარული ხეების მიმართ არ მაქვს, განსაკუთრებულად მე ადამიანები მიყვარს, მაგრამ ხეებსაც და ბუნებასაც მისწვდა ჩემი სიყვარული'' ასე უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა ტელერადიოკომპანია ,,ოდიშის'' ჟურნალისტის  ნანა ქობალიას  შეკითხვას  ბოტანიკური ბაღის,    დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიით მისი დაინტერესებისა და განმუხურის ბულვარის  აუქციონიზე გატანას და გაყიდვასთან  მისი კავშირის შესახებ: ,,გავრცელდა ხმები, რომ დაინტერესებული ხართ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიით,რომელიც გადაჭიმულია 12 ათას კვადრატულ მეტრზე, შემდეგ მოხდა ის, რომ განმუხურის ბულვარი ეკონომიკის სამინისტრომ გაიტანა აუქციონზე,რომელიც არის 36 ათასი კვადრატული მეტრი ტერიტორია,რომელიც უკვე გაიყიდა და შეიძინა ,,ქაართუ ჯგუფის“ შვილობილმა კომპანიამ, რამაც გამოიწვია ადგილობრივების პროტესტი. ისინი ეჭვეობენ , რომ ეს ტერიტორია გამოყენებული იქნება ბიზნეს ინტერესებისთვის და იქ თავისუფლად შესვლა მათ აეკრძალებათ. რამდენად რეალურია მათი შიში და რატომ არის დაინტერესება ასეთი ისტორიული ტერიტორიებით მაშინ,  როდესაც არსებობს სხვა უამრავი ტერიტორია,რომელიც შეიძლება თავისუფლად გამოიყენო ბიზნეს ინტერესებისთვის?ბიძინა ივანიშვლმა კითხვას კითხვითვე უპასუხა და  აქცენტების გადაადგილება სცადა: თქვენ თვითონ  როგორ მიგაჩნიათ განმუხურში სასტუმროს აშენება დადებითია,  თქვენც უარყოფითად უყურებთ ამასრაზეც  ჟურნალისტმა დაუკონკრეტა, რომ  კითხვა ეხება არა სასტუმროს მშენებლობას, არამედ განმუხურის სანაპირო ზოლის, კერძოდ   ბულვარის ტერიტორიას, რადგან არსებოობს სხვა უამრავი აუთვისებელი ტერიტორიები, რომლებიც შეიძლება ბიზნეს ინტერესებისთვის გამოიყენო, რატომ მაინცდამაინც ბულვარი და ისტორიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ადგილები? კითხვაზე ივანიშვილმა უპასუხა:,,,ბოტანიკური ბაღით ინტერესი ჩემი მხრიდან ყოვეთვის დიდია,მაგრამ ის რაც გავრცელდა ჭორები იმის შესახებ,რომ მე ბოტანიკური ბაღიდან რაღაც ხეების გადარგვას ვაპირებდი, გადაჭარბებულია და აბსოლიტურად უსაფუძვლოა.ვინც მე მიცნობს, იცის რომ 25 წელია ვეხმარები თბილისისა და ბათუმის ბოტანიკურ ბაღებს. სხვათაშორის,როდესაც ვიყავი ზუგდიდში, შევთავაზე დირექციას დახმარება,რასაც თავიდან სკეპტიკურად უყურებდნენ. ასევე იყო დადიანების სასახლე, მკითხეს თუ საიდან მოდიოდა დაფინანსება და საჭირო არ იყო ჩემი დახმარება,თუმცა მოგვიანებით აქეთ დაგვიკავშირდნენ და, მე როგორც ვიცი, „ქართუ ფონდი“ახორციელებს პროექტს და გარკვეულ ინვესტიციას.რაც შეეხება ს განმუხურს,  მე მიმაჩნია სამაგალითოდ ის, რომ განმუხურში შეიძლება ძალიან მაღალი კლასის სასტუმრო აშენდეს,რასაც მე ვაპირებ თანაინვესტირების ფონდთან ერთად, ჩემთან კავშირშია ეს  ყველაფერი. ნაციონალურმა მოძრაობამ აქაც თქვა ,რომ მე შეიძლება გადავკეტო ზღვა. როგორ უნდა გადავკეტო ზღვა. ახლა ამბობენ,  რომ ბულვარს ვითვისებ, დიახ,  ბულვარი გაფართოვდება და განმუხურში პირდაპირ საზღვართან აშენდება მაღალი კლასის სასტუმრო და, თუ ამას ვინმე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და ამაში პოზიტივს არ ხედავს,  პრობლემა არის თითოეული მოქალაქისთვის. ეს არის ის, რომ კომერციაზე გათვლის მაღალი კალსის სასტუმროში მილიონი დოლარი უნდა ჩაიდოს, რა თქმა უნდა, მისი კომერციალიზაცია ძალიან რთულია. ამ სასტუმროს მშენებლობა ყველა დამეთანხმება , რომ მხოლოდ პატრიოტიზმს ემსახურება და ამ თუ იმ სხვა პროექტებზე, იმიტომ ვხარჯავ ფულს,  რომ შავ ზღვას შარმი მიეცეს და ბევრი ტურისტი ჩამოვიდეს და გახდეს ჩვენი ქვეყანა მიმზიდევლი მეზობლებისა თუ უცხოელებისათვის, ვისაც არ მოსწონს იქ სასტუმროს მშენებლობა,  კიდევ უფრო გავაწბილებ და გეტყვით,  რომ იქ იგეგმება ბანკის მშენებლობაც,რომელსაც“ქართუ ფონდი“  დააფინანსებს, ანაკლია, მოგეხსენებათ, ულამაზესი კურორტია არაჩვეულებრივი კლიმატით, მაგრამ თქვენ ალბათ გინახავთ,  რომ არ გამოირჩევა ხეების სიმრავლით, იქ ძალიან დაბალი ბუჩქოვანი ხეებია შემორჩენილი და მე მაქვს აზრი და მქონდა იდეა, რომ იქ გაშენდეს ახალი ბოტრანიკური ბაღი დაახლოებით 100 ჰექტარზე და ქართუ ბანკს აქვს სურვილი ამის დაფინანსების, ალბათ სკეპტიკოსები აქაც ნახავენ უარყოფითს."- ასე უპასუხა "ოდიშის" ჟურნალისტის ნანა ქობალიას კითხვას ყოფილმა პრემიერმა.

 

სიახლეები

ტრამპი 90 დღით, აშშ-ის საგარეო დახმარების ყველა პროგრამას აჩერებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აშშ-ის საგარეო დახმარების ყველა პროგრამის...

ლევან იოსელიანმა მზია ამაღლობელი მოინახულა და პირადად მოისმინა პოლიციის მხრიდან განხორციელებული “შესაძლო არასათანადო მოპყრობის გარემოებები”-ომბუდსმენის აპარატი

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ლევან იოსელიანმა რუსთავის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი,...

დავა მორიგ შვეიცარიულ ბანკთან -ოლიგარქის ადვოკატის განცხადება

ოლიგარქის მორიგ დავასთან დაკავშირებით, რომელსაც ის კიდევ ერთ შვეიცარიულ ბანკთან - Julius Baer-თან იწყებს,...

“ვტოვებთ თანამდებობას, მაგრამ არ ვტოვებთ ბრძოლას” – ჯო ბაიდენმა თავის გუნდსა და თანამშრომლებს გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართა თავის გუნდსა და თანამშრომლებს. მან მადლიერება...