მთავარისიახლეებიპოლიტიკაარღვევს თუ არა კანონს GDS-ის პროექტი ,, ბიძინა ივანიშვილის...

არღვევს თუ არა კანონს GDS-ის პროექტი ,, ბიძინა ივანიშვილის შეხვედრები რეგიონალურ ჟურნალისტებთან”

Published on

ზუგდიდში რეგიონალურ ჟურნალისტებთან შეხვედრის  პარალელურად არასამთავრობო ორგანიზაციებმა განცხადება  გაავრცელეს.
. ისინი მწვავედ აკრიტიკებენ ტელეკომპანია GDS-ის ამ ახალი პროექტს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის რეგიონალურ ჟურნალისტებთან შეხვედრას ითვალისწინებს, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან კრიტიკის საფუძველი გახდა.
მესამე სექტორში ამბობენ, რომ შესაძლოა ტელეკომპანიის მხრიდან ადგილი ჰქონდეს დარღვევებს, რის გამოც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სამართლიანი არჩევნები და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და აუდიტის სამსახურს მიმართავს:
"ტელეკომპანია GDS-ზე პირველი სექტემბრიდან დაიწყო გადაცემათა ციკლი, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი  ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ ეთერში ხვდება ქვეყნის ათივე რეგიონის ადგილობრივ ჟურნალისტებს, გადაცემა წინასაარჩევნოდ ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს გავა ეთერში.
გადაცემის ფორმატი ანონსიდანვე გულისხმობდა მმართველი პარტიის სასარგებლო აგიტაციას. ვიდეორგოლიდან ჩანს, რომ გადაცემების ციკლში ბიძინა ივანიშვილი სხვა საკითხებთან ერთად ისაუბრებს თუ „რატომ არ ჰყავს „ქართულ ოცნებას” ალტერნატივა.“ ანონსის ვიდეოში დემონსტრირებულია „ქართული ოცნების“ საარჩევნო ნომერი და სიმბოლიკა. გადაცემის ფორმატიდან და შინაარსიდან ცხადად იკვეთება, რომ გადაცემის მთავარი მიზანი მმართველი პარტიის სასარგებლოდ აგიტაციაა და თავისი არსით ფაქტობრივად არ განსხვავდება წინასაარჩევნო რეკლამისგან.
თუ გადაცემა ფორმალურადაც სარეკლამო სტატუსის მატარებელი იქნებოდა, მას უნდა დაეკმაყოფილებინა „საარჩევნო კოდექსის“ 50-ე და 51-ე მუხლით განსაზღვრულ წინასაარჩევნო რეკლამის რეგულაციები, რომელთა მიხედვითაც, რეკლამა შეიძლება იყოს ფასიანი ან უფასო, უნდა გააჩნდეს განსაზღვრული ქრონომეტრაჟი, მითითებული უნდა ჰქონდეს ინფორმაცია დამკვეთის შესახებ და ა.შ.
 
ვინაიდან გადაცემა ოფიციალური წინასაარჩევნო რეკლამის სტატუსით არ გადის, ეს ქმედება შესაძლოა წარმოადგენდეს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებული იურიდიული პირისგან უსასყიდლოდ ან ფასდაკლებით მიღებული მომსახურებას, რაც იმავე ნორმის თანახმად შემოწირულებად ითვლება. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ თითოეული გადაცემა ტელეკომპანია GDS-ის მხრიდან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სასარგებლო განხორციელებულ შემოწირულებად უნდა ჩაითვალოს.
 
ასევე, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული სატელევიზიო ფორმატი წინასაარჩევნო პერიოდში უგულებელყოფს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებულ „საქართველოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” რამდენიმე პრინციპს. მათ შორის, მაუწყებელთა ქცევის კოდექსი მოუწოდებს მაუწყებლებს „საარჩევნო პერიოდში გამიჯნოს სახელმწიფოებრივი და პარტიული ფუნქციების შესრულება, რათა დაიცვას მიუკერძოებლობის, ობიექტურობის პრინციპები და უზრუნველყოს ბალანსი.” აღნიშნული ფორმატი კი ბალანსის დაცვას არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს შორის ფაქტობრივად გამორიცხავს, რადგან გადაცემების ციკლი მთლიანად მმართველ პოლიტიკურ გუნდთან ასოცირებულ პირთან ინტერვიუებს გულისხმობს. ასევე საყურადღებოა, რომ გადაცემებში ხშირად გამოითქმის სხვა პოლიტიკური სუბიექტების მიმართ კრიტიკული მოსაზრებები, თუ ბრალდებები, ხოლო მათზე რეაგირების ან პასუხის გაცემის საშუალებას იგივე ფორმატი სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს არ აძლევს.
 
მივმართავთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლოს ტელეკომპანია GDS-ის ზემოაღნიშნული გადაცემათა ციკლი და ჩამოთვლილი გარემოებების დადასტურების შემთხვევაში ამ ქმედებებს მიანიჭოს პოლიტიკური შემოწირულების სტატუსი. ასევე, დაიანგარიშოს მომსახურების ღირებულება და დაადგინოს, თუ რამდენად ჯდება იგი იურიდიული პირისგან კანონით დაშვებული შემოწირულების 120 000 ლარიან წლიურ ლიმიტს.
 
ასევე, მივმართავთ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, შეისწავლოს, თუ რამდენად შეესაბამება ტელეკომპანია GDS-ის ქმედება წინასაარჩევნო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობისა და „საქართველოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილ სტანდარტებს, ხოლო დარღვევის არსებობის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები.
 
მოვუწოდებთ აღნიშნულ უწყებებს, დროულად შეისწავლონ განცხადებაში დასმული საკითხი და საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია მათ მიერ მიღებული ზომების შესახებ. ასევე, მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს აქტიურო მონიტორინგი აწარმოონ სხვა მედია საშუალებებზეც მსგავსი ტიპის დარღვევების დროულად გამოვლენისა და შესაბამისი ზომების მისაღებად,"- წერია განცხადებაში

სიახლეები

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დროას წევრი მარიამ სიჭინავა და აქტივისტი კერენ ესებუა აქციაზე პიროტექნიკის გამოყენების გამო 5000-5000 ათასი ლარით დაჯარიმა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დროას წევრი მარიამ სიჭინავა და აქტივისტი კერენ ესებუა აქციაზე პიროტექნიკის გამოყენების...

ზურაბიშვილის ოფიციალური შეხვედრები აშშ-ში დაიწყო – სალომე ზურაბიშვილი IRI-ის ვიცე-პრეზიდენტს და ევრაზიის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ვიცე-პრეზიდენტს და...

დაუმორჩილებლობა ნიღბებით! სოლიდარობა მარიამ სიჭინავას! -18 იანვარს, 20:30 საათზე, თბილისში, დაუმორჩილებლობის აქცია გაიმართება

"დაუმორჩილებლობა ნიღბებით! სოლიდარობა მარიამ სიჭინავას!" - 18 იანვარს, 20:30 საათზე, თბილისში დაუმორჩილებლობის აქცია გაიმართება მოქალაქეები...

2024 წლის 11 თვეში წინა წელთან შედარებით ბიუჯეტში სანქციებით და ჯარიმებით 28 მილიონით მეტი თანხა შევიდა

2024 წლის იანვარ-ნოემბერში 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სახელმწიფო ბიუჯეტში სანქციებით, ჯარიმებითა და საურავებით...