მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,თავისუფალმა დემოკრატებმა'' ზუგდიდის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში დავით ვერავას კანდიდატურა დაასახელეს

,,თავისუფალმა დემოკრატებმა” ზუგდიდის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში დავით ვერავას კანდიდატურა დაასახელეს

Published on

ზუგდიდის შუალედურ არჩევნებში  საკრებულოს წევრობისათვის   ,,ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების“  სახელით დავით ვერავა იბრძოლებს.
მისი   კანდიტატურა  პარტიის ერთერთმა ლიდერმა, ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა დღეს   ზუგდიდში, ე.წ. ,,პრესოვკა ''  – მახარაძის საარჩევნო უბნის  მოსახლეობასთან შეხვედრაზე  წარადგინა.
ირაკლი ჩიქოვანმა  ხაზი გაუსვა დავით ვერავას საქმიან თვისებებს და მოსახლეობის პრობლემების ღრმა ცოდნასა და მათი მოგვარების ხელშეწყობის უნარს.
თავის მხრივ, დავით ვერავა  ამომრჩევლებს პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა და ისაუბრა მოტივაციაზე, რომელმაც განსაზღვრა მისი გადაწყვეტილება კენჭი იყაროს შუალედურ არჩევნებში 
„მე კარგად ვიცნობ ზუგდიდის, მათ შორის, ამ კონკრეტული უბნის პრობლემებს. ჩემი კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება მაძლევს საშუალებას, რომ ამ უბნის მოსახლეობას მოვუგვარო არსებული პრობლემები“, – განაცხადა ვერავამ.
დავით ვერავა პროფესიით ინჟინერ-ეკონომისტია, იურისტი. წლებია  მუშაობს  ბიზნეს სფეროში, აქვს ადგილობრივ თვითმმართველობაში მუშაობის გამოცდილებაც  (1998-2002 წლებში იყოზუგდიდის ქალაქის საკრებულოს წევრი ). 
,,თავისუფალი დემოკრატების''   წევრია  2009 წლიდან,  არის პარტიის ზუგდიდის ოფისის თანადამფუძნებელი  და  ამჟამინდელი ხელმძღვანელი.
 
 აღნიშნულ საარჩევნო უბანს ქალაქის საკრებულოში მერაბ ქვარაია წარმოადგენდა. მან დეპუტატის უფლებამოსილება 17 აგვისტოს მოიხსნა.
საპარლამენტო არჩევნების პარალელურად ქვეყანაში საკრებულოს შუალედური არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება.
 
 
 
 

 

სიახლეები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს

დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ...

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...

ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება...

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...