„თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების ურთიერთბრალდებები და დახმარების მომლოდინე ამომრჩეველი

0
378
თავისუფალი დემოკრატების მაჟორიტარმა კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს იმ კონკრეტული უბნის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ფოტოები უჩვენა, რომლის მაჟორიტარიც მერაბ ქვარაია იყო და აღნიშნა, რომ   „აქ მცხოვრებ მოსახლეობას რეალურად რისკის ვეს უწევთ ცხოვრება, რადგან შენობა მთლიანად ამორტიზებულია და სახურავიც გამოსაცვლელია, თუმცა, არათუ პრობლემის მოგვარება, ამ ხალხთან ქვარაია არც არასდროს მისულა“-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. მანვე განმარტა, რომ „ზუგდიდის ბიუჯეტს საკმარისი რესურსები გააჩნია საიმისოდ, რომ ზუსტად ასეთი სახლები რეაბილიტაცია მომხდარიყო.  ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს შეეძლო გამარტივებული სახის ტენდერი განეხორციელებინა და ამით შესაძლებელი გახდებოდა 10- 15% ეკონომიაც.“ ასევე საუბარი შეეხო მერიის მიერ გამოყოფილ ტრასფერებს სპეციალურად სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის, სადაც ჩიქოვანის განმარტებით, თანხა მორჩენილია, პრობლემა კი ისევ მოუგვარებელია.ირაკლი ჩიქოვანის ბრალდებებს  „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატი მერაბ ქვარაია წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს და ამბობს, რომ „თუ ჩიქოვანს გააჩნია სამართალდარღვევის ფაქტები, შესაბამის ორგანოებს უნდა მიმართოს.აღმაშენებლის 87-ში კი, ამბობენ,რომ უბნის მაჟორიტარს არც იცნობენ და არც მათი პრობლემების გასაცნობად მოსულა.მერაბ ქვარაიასთვის გაუგებარია, ვინ რას ამბობს, რადგან მისი თქმით, მოსახლეობასთან ყოველდღიური კონტაქტი ქონდა.აღმაშენებლის ქუჩაზე, 87-ე  კორპუსში  მობინადრეები ამბობენ, რომ მათი  პრობლემებით აქამდე არავინ დაინტერესებულა და მათი არსებობა მხოლოდ არჩევნების პერიოდში ახსენდებათ. პოლიტიკური ოპონენტების ურთირთბრალდებების ფონზე კი მათ რეალურ ყოფაში არაფერი იცვლება.
წინა სტატიანატომ მიიღო გადაწყვეტილება გააფართოოს ყოფნა შავი ზღვის აკვატორიაში
შემდეგი სტატიაღამის საპოლიციო კონტროლი ფოთში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური