ნატომ მიიღო გადაწყვეტილება გააფართოოს ყოფნა შავი ზღვის აკვატორიაში

0
376
ჩვენ გავაფართოვებთ ნატო-ს ყოფნას შავი ზღვის რეგიონში, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
 
სტოლტენბერგის თქმით, ვარშავის სამიტზე მიღებული ამ გადაწყვეტილების კონტექსტში მნიშვნელოვანია დიალოგის წარმოება ალიანსის არაწევრ, პარტნიორ ქვეყნებთან – საქართველოსთან და უკრაინასთან. 
 
„შავი ზღვის რეგიონი უმნიშვნელოვანესი გახლავთ ევროატლანტიკური უსაფრთხოებისათვის. ჩვენ რუსული ყოფნის ზრდა ვიხილეთ შავი ზღვის რეგიონში, ასევე, ყირიმის ნახევარკუნძულის ინტენსიური მილიტარიზაცია. ნატო-მ გადაწყვიტა, აგვემაღლებინა ჩვენი ყოფნა შავი ზღვის რეგიონში. მანამდეც იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს ყოფნას რეგიონში და შავი ზღვის აკვატორიაში. ვარშავის სამიტზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რათა გაგვეფართოვებინა ჩვენი ყოფნა შავი ზღვის რეგიონში და ვმუშაობთ ამ მიმართულებით სამხედრო დაგეგმარების ექსპერტებთან. ნატო-ს მოკავშირეებისთვის უმნიშვნელოვანესია, გაგვაჩნდეს მჭიდრო კონტაქტი პარტნიორ ქვეყნებთან, როგორიცაა უკრაინა, საქართველო და ის, რომ მათთან ვაწარმოოთ დიალოგი იმ თემაზე, რასაც ჰქვია ჩვენი ყოფნის გაზრდა შავი ზღვის რეგიონში“, – განაცხადა სტოლტენბერგმა
წინა სტატიათბილისში საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაზი აფეთქდა
შემდეგი სტატია„თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების ურთიერთბრალდებები და დახმარების მომლოდინე ამომრჩეველი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური