სტიქიამ პრობლემები შეუქმნა კვარიათს, გონიოსა და ახალსოფელს. ძლიერი წვიმის გამო საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. მოვარდნილი წყალი ეზოებისა და პირველ სართულებზე შევიდა.სტიქიამ საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა დააზიანა. დატბორილი სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოების გვიან ღამემდე მიმდინარეობდა.ზარალის დათვლა, სავარაუდოდ დღეს დაიწყება. როგორც აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე მამუკა თურმანიძემ განაცხადა, მეწყრის შედეგად გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად 60 მაშველი მუშაობს.