მთავარისიახლეებიპოლიტიკაჯიხაშკარში სანდრა რულოვსის მოსახლეობასთან შეხვედრის ჩაშლა სცადეს(video)

ჯიხაშკარში სანდრა რულოვსის მოსახლეობასთან შეხვედრის ჩაშლა სცადეს(video)

Published on

სოფელ ჯიხაშკარში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი კანდიდატის შეხვედრაზე ინციდენტი მოხდა. შეხვედრის მსვლელობისას რამდენიმე პირი ხმაურითა და სტვენით შემოვიდა იმ ადგილას, სადაც შეხვედრა ტარდებოდა. იყო პროვოკაციის მოწყობის მცდელობა, უცნობი  პირები აგრესიით გამოირჩეოდნენ ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართაც, ხელით ეხებოდნენ კამერებს და მიკროფონებს და გადამღებ ჯგუფს მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. სიტყვიერი დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“  მხარდამჭერებსა და უცნობ პირებს შორის დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა. შეხვედრაზე მოსულმა ადგილობრივებმა სოფლის ცენტრიდან გააძევეს პროვოკაციის მომწყობი მამაკაცები. ჯიხაშკარელები ამბობენ, რომ ესენი ადგილობრივები არ არიან და მათ უნდოდათ შეხვედრის ჩაშლა და კორცხელის ინციდენტის გამეორება.

სიახლეები

სინოდმა უნდა გადაწყვიტოს, საპატრიარქო ასაკი იქნება 70 თუ 72 წელი – მეუფე ვახტანგი

ცურტაველი ეპისკოპოსი მეუფე ვახტანგი აცხადებს, რომ სინოდმა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. აცხადებს, წმინდა სინოდმა...

ახალდაქორწინებული ბიჭი, რომელსაც მარნეულში ყელი გამოჭრეს, გარდაიცვალა

მარნეულის ცენტრში მომხდარი კონფლიქტის დროს მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა.  როგორც ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი წერს,...

ზუგდიდში არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა  არასრულწლოვანი მსუბუქად დაშავდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს. საგამოძიებო...

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე გახდა

12 მომხრე არცერთი წინააღმდეგი - აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ცოტნე ანანიძე აირჩიეს. "ეს არ არის...