"ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სანდრა რულოვსი მოსახლეობასთან აქტიურ საარჩევნო კამპანიას იწყებს. საინფორმაციო შეხვედრა გამართა დღეს კანდიდატმა სოფელ ურთაში, სადაც ადგილობრივებს სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები გააცნო: "ისევე როგორც თქვენ, მეც გამიცრუა ახლანდელმა მთავრობამ იმედები.თქვენ იცით, რომ ჩვენ საქმის კეთება ვიცით, დაპირებებს ვასრულებთ. ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენ ვსწავლობდით შეცდომებს, რაც ადრე დავუშვით, როგორ შეიძლებოდა მისი გამოსწორება, გავაანალიზეთ, შევისწავლეთ და სწორედ ამიტომ ვდგავართ თქვენს წინ.. იქნება პენსიის მომატება, ეს არ არის მარტო ასაკობრივი პენსია, აქ დევნილებზეც არის საუბარი, შშმ პირებზეც. აღდგება მოხსნილი სოციალური დახმარებაც. ჩვენ დღეს სხვა ოცნება გვაქვს, სულ სხვა საქართველო გვინდა, ევროპული საქართველო. ასევე გვინდა ჯანდაცვის სოციალურ პაკეტში მედიკამენტებიც შევიყვანოთ."- განაცხადა სანდრა რულოვსმა. ურთაში შეხვედრაზე სანდრა რულოვსმა "ნაციონალური მოძრაობის" გამგებლობის კანდიდატიც წარადგინა. პარტიის სახელით გამგებლობისთვის სოფელ ორსანტიის მაჟორიტარი დეპუტატი ბესიკ გაბუნია იბრძოლებს.
სიახლეები
საზოგადოება
სეს აცხადებს, რომ ზუგდიდში ყველა ძაღლი დააბრუნა, ადგილობრივებს კი კითხვები აქვთ
ზუგდიდში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დამატებით 17 ძაღლი დააბრუნა. და უწყების ინფორმაციით, ქალაქიდან წაყვანილი ყველა,...
საზოგადოება
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციისთვის სასკოლო უბნებისა და სკოლების ჩამონათვალი განისაზღვრა
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციისთვის სასკოლო უბნებისა და სკოლების ჩამონათვალი განისაზღვრა.
ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო...
საზოგადოება
ფასები ისევ გაიზარდა – წლიური ინფლაციის დონემ 4.3% შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2026 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8%,...
საზოგადოება
კიტ კელოგი – ნატო მხდალი აღმოჩნდა, შესაძლოა, ახალი ნატო, ახალი თავდაცვითი სტრუქტურა გვჭირდება
აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში, გენერალ-ლეიტენანტმ კიტ კელოგმა განაცხადა, რომ შესაძლოა ნატო-ს ჩანაცვლება...