მთავარისიახლეებიპოლიტიკა„თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრები ოფიციალურად დაიწყო.

„თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრები ოფიციალურად დაიწყო.

Published on

„ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების“ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრები ოფიციალურად დაიწყო. დეპუტატობის კანდიდატი ჭალადიდელის, არაგვისპირელის, ვაჟა ფშაველას და როგავას ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა. ირაკლი ჩიქოვანმა შეკრებილებს პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა და ზუგდიდის განვითარების შესახებ მისეული ხედვა გააცნო. „ჩვენ დავიწყეთ წინასაარჩევნო კამპანია და ვხვდებით მოსახლეობას. მე მათ ვაცნობ კონკრეტულ პროგრამას როგორც მაჟორიტარი დეპუტატი რას ვაპირებ მათთვის გავაკეთო და ასევე რას ვაპირებთ თავისუფალი დემოკრატები მთლიანად ქვეყანაში. ჩემთვის უმთავრესი ამოცანა არის ის, რომ ზუგდიდს ჰყავდეს გაცილებით უკეთესი, გაცილებით ძლიერი და გამოცდილი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში ჩემი სახით და მე მათ ვპირდები, რომ მათ თითოეულ ინტერესს დავიცავ ბოლომდე მთელი ჩემი პროფესიონალისზმით და გამოცდილებით. ასევე ვპირდები მათ, რომ ზუგდიდში შეიქმნება თანამედროვე ბიზნესის და განათლების ხელშეწყობის ცენტრი, რომელიც დაეხმარება ახალგაზრდებს, ასევე ყველა იმ ადამიანს, რომელსაც აქვს ინტერესი მიიღოს განათლება და წამოიწყოს ბიზნესი. ვპირდები ზუგდიდელებს, რომ ზუგდიდი აუცილებლად იქნება მსოფლიოში ტერიტორიულ რუკაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წერტილი“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა მოსახლეობასთან შეხვედრისას.ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შეხვედრის მიმდინარეობისას მოსახლეობის შეკითხვებსაც უპასუხა და დასძინა, რომ არასდროს შეპირდება მათ ისეთს, რასაც ვერ შეასრულებს და რასაც შეპირდება, მის შესასრულებლად ბოლომდე იბრძოლებს.

სიახლეები

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტს ბავშვები უახლოეს პერიოდში მიიღებენ

კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ სავარაუდოდ, ოქტომბრის თვიდან მიიღებენ - ამის შესახებ ინტერპრესნიუსს ზაქრო...

ევროპის უსაფრთხოება, უკრაინის დახმარების გაძლიერება-ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 16 სექტემბერს სტრასბურგში ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური სიტყვით...

სუს-ის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს. პლენარულ სხდომაზე მის კანდიდატურას მხარი ივანიშვილის 83-მა...

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის კიდევ ერთი გენერალი მოკვდა

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის შეიარაღებული ძალების 4-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური, გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი...