მთავარისიახლეებისაზოგადოებალიანა ისაკაძის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი "ღამის სერენადები“ ანაკლიაში

ლიანა ისაკაძის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი “ღამის სერენადები“ ანაკლიაში

Published on

ანაკლიის ციხესიმაგრეში მსოფლიოში ცნობილი მევიოლინის და დირიჟორის ლიანა ისაკაძის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი "ღამის სერენადები“ გაიმართა,– "ღამის სერენადები“ 1982 წელს, ლიანა ისაკაძის ინიციატივით, აფხაზეთში, კერძოდ ბიჭვინთაში დაარსდა. ფესტივალი აღდგენის შემდეგ, წელს პირველად ყველაზე ახლოს აფხაზეთთან გაიმართა.მისი სლოგანიც შესაბამისია – "ღამის სერენადები" – ყველაზე ახლო აფხაზეთთან“.სპეციალური სცენა მდინარე ენგურზე დამონტაჟდა, სადაც ლიანა ისაკაძემ, მსოფლიო კამერულმა ანსამბლმა „ვირტუოზები“ და ცეზარ ალვარესმა კლასისური მუსიკის შედევრები შეასრულესღამის სერენადები ანაკლიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით ჩატარდა. საღამოს დასრულების შემდეგ მხარის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ანაკლიაში „ღამის სერენადები“ ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ის ყოველწლიურად ჩატარდება.ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალი იყო. საღამოს მსმენელი რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ესწრებოდა.

სიახლეები

ზუგდიდში 24 წლის ბიჭის მკვლელობის მცდელობისთვის ბრადებულს ბრალდება წარუდგინეს

სისხლიანი ანგარიშსწორება ზუგდიდში - საქართველოს პროკურატურამ ინგირში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება...

აშშ-მ პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

აშშ-მ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ორბიტაზე იარაღი განათავსა. საჰაერო ძალების მდივან ტროი მინკის თქმით,...

რუსეთმა კიევში ბენზინგასამართი სადგურებს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

15 სექტემბრის ღამეს კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო...

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

კულტურის მინისტრის პოსტზე, მაია ბითაძე დაინიშნა. განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს, ბრიფინგზე გააკეთა. "დღეს საქართველოს...