მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქორწილო სუფრიდან - საავადმყოფოში, სადახლოში 200-მდე ადამიანი მოიწამლა

საქორწილო სუფრიდან – საავადმყოფოში, სადახლოში 200-მდე ადამიანი მოიწამლა

Published on

მარნეულის  სოფელ სადახლოში ქორწილში მოწამლულთა რაოდენობა 200-მდე გაიზარდა – საავადმყოფოში ინტოქსიკაციის ნიშნებით კიდევ 50-მდე პირი მიიყვანეს.
მოწამლულებიდან 28 მცირეწლოვანი ბავშვია, მათგან 21 ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩება. მოწამლულები მარნეულის ორ, ასევე რუსთავის, ბოლნისისა და თბილისის კლინიკებში არიან გადანაწილებულები.
ამ დროისთვის პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 
წინასწარი ინფორმაციით, სადახლოში ქორწილში მყოფი მოქალაქეები ხორცით ან გამაგრილებელი სასმელით მოიწამლნენ. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია. 
წუხელ გვიან ღამით მოწამლულები მარნეულში პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ და ქვემო ქართლის გუბერნატორმა მოინახულეს. 
 
 

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...