,,პაატა ბურჭულაძე- სახელმწიფო ხალხისთვის პოლიტიკურ პარტიათა ერთობამ” განმუხურში მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა

0
370
,,პაატა ბურჭულაძე- სახელმწიფო ხალხისთვის პოლიტიკურ პარტიათა ერთობამ''  განმუხურში  დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებსა და ქალაქებში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. 
ზუგდიდის პირველ ოლქში  კენჭს იყრის  ვახტანგ ცხადაია,ზუგდიდის მეორე ოლქში – ბესარიონ თოდუა,  ხობში  კახაბერ ნადარაია, მარტვილი-აბაშის ოლქში  – დავით თოფურია, წალენჯიხა-ჩხოროწყუში – გიორგი ხარჩილავა; ფოთი-ოზურგეთში – კოტე კემულარია; 
სამტრედიაში პაატა მანჯგალაძე,  ქუთაისის პირველ ოლქში ამირან ხვადაგიანი; ქუთაისის მეორე ოლქში – თემურ ცამციშვილი, ქუთაისის მესამე ოლქში – ზვიად ბაღდავაძე, ლანჩხუთი- ჩოხატაურში – გურამ ჩალაგაშვილი, თერჯოლა-ტყიბულში – ირაკლი გვენეტაძე, ზესტაფონში – ნიკა ქავთარაძე. 
პაატა ბურჭულაძემ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა  და ხაზი გაუსვა გაერთიანების პრიორიტეტებს ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში -უღარიბესი მოსახლეობის სოციალური დაცვის გაუმჯობესებისა და  ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებს. 
”გუშინ უკვე შეიძლებოდა, რომ პენსიონერი ასეთი გაჭირვებული არ ყოფილიყო. შეიძლებოდა, რომ ბიუჯეტის სწორად გადანაწილების შემთხვევაში პენსიონერს ჰქონოდა 250 ლარი. უკვე გუშინ შეიძლებოდა, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ნორმალურად ეცხოვრათ. დღეს სოციალური დახმარება ეძლევა 500 000 ადამიანს და ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ ბიუჯეტით, რაც დღეს არის, გავხდით ერთ მილიონს – ერთ მილიონ ადამიანს, ვინც სოციალურად დაუცველია, 4 წლის განმავლობაში, სადაც არ უნდა იმუშაოს, არ მოვუხსნით ამ სტატუსს და ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რომ მისი ოჯახი ფეხზე დადგეს. გარდა ამისა, ყველა ვინც კი ცხოვრობს ასეთ ოჯახებში, ყველა ადამიანი იქნება დაპურებული, ექნება უფასო ჯანდაცვა, უფასო მედიკამენტები, უფასო სწავლა. მორჩა დრო, როდესაც ხალხი უნდა ემსახუროს ჩინოვნიკებს, ჩინოვნიკები პირიქით უნდა იყვნენ ხალხის სამსახურში. შეიქმნება სახელმწიფო ხალხისთვის”, – განაცხადა ბურჭულაძემ .
იგი შეეხო დეოკუპაციის საკითხსაც – ,,სულ რამდენიმე ასეულ მეტრში მტრის ჯარი დგას და იმის იქით ოკუპირებული ტერიტორიებია. მე მინდა შევძახო ჩვენ აფხაზ ძმებს, რომ საქართველოში მოდის ისეთი მთავრობა, რომლის ნდობაც შეიძლება. ჩვენ გავერთიანდებით და საქართველო სულ მალე იქნება გაერთიანებული,"-განაცხადა მან
 
 

წინა სტატიაბარაქ ობამაზე თავდასხმა მზადდებოდა
შემდეგი სტატიაუზბეკეთის პრეზიდენტი ისლამ კარიმოვი გარდაიცვალა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური