მთავარისიახლეებისპორტიჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით ანაკლიაში ველორბოლა გაიმართა.

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით ანაკლიაში ველორბოლა გაიმართა.

Published on

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით ანაკლიაში საქართველოს სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით ველორბოლა გაიმართა. ტურნირი 23 წლის მოკრივის ლაზარე ხარლამპიდის ხსოვნას მიეძღვna. ხარლამპიდი მსოფლიო ჩემპიონი და ოქროს მედლის მფლობელი იყო, რომელიც 2016 წლის იანვარში ტრაგიკულად დაიღუპა.სპორტსმენის სახელობის ტურნირში მონაწილეობა მიიღეს როგორც ადგილობრივებმა, ასევე უცხოელმა ტურისტებმა. ველორბოლის გამარჯვებულები ფულადი ჯილდოებით, პრიზებითა და სპორტული ნივთებით დაჯილდოვდნენ.ორგანიზატორების თქმით, წელს ანაკლია-განმუხურის ტრასაზე ლაზარე  ხარლამპიდის სახელობის ტურნირი პირველად ჩატარდა, თუმცა მომავალი წლიდან ის ტრადიციული გახდება და ასევე  ფედერაცია კრივის ტურნირის ჩატარებასაც გეგმავს.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...