ბარაქ ობამაზე თავდასხმა მზადდებოდა

0
387
ბარაქ ობამაზე თავდასხმა მზადდებოდა. ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მასაჩუსეტსში მცხოვრები 40 წლის ჯოზეფ გარგიულო დააკავა. Fox News-ის ინფორმაციით, გამოძიების ეროვნულმა ბიურომ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, თავდასხმის ორგანიზებაში ბრალდებული სახლში ცივ იარაღს აგროვებდა და ასაფეთქებელ მოწყობილობას აკეთებდა. ჯოზეფ გარგიულო პრეზიდენტზე თავდსახმის შესახებ ინფორმაციას თავად ავრცელებდა.
„გარგიულო აკეთებდა განცხადებას, რომლის თანახმადაც მას ბარაკ ობამაზე თავდასხმის განხორციელებისთვის ყველა შესაძლებლობის გამოყენება სურდა, განსაკუთრებით ხელსაყრელად კი იმ დროს ასახელებდა, როდესაც პრეზიდენტი გოლფის მოედანზე იქნებოდა,“- ნათქვამია გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებაში.
ჯოზეფ გარგიულო მკურნალობას ფსიქიატრიულ კლინიკაში გადიოდა. ამის შემდეგ სასამართლომ მას ნებისმიერი სახის იარაღის შენახვა-ტარება აუკრძალა. 
 
 
 
წინა სტატიასაქორწილო სუფრიდან – საავადმყოფოში, სადახლოში 200-მდე ადამიანი მოიწამლა
შემდეგი სტატია,,პაატა ბურჭულაძე- სახელმწიფო ხალხისთვის პოლიტიკურ პარტიათა ერთობამ” განმუხურში მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური