მთავარისიახლეებისაზოგადოება17 137 მასწავლებლიდან და მასწავლებლობის მსურველიდან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 3 464-მა გადალახა.

17 137 მასწავლებლიდან და მასწავლებლობის მსურველიდან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 3 464-მა გადალახა.

Published on

2016 წლის ზაფხულში ჩატარებულ საგნის გამოცდაზე 17 137 მასწავლებლიდან და მასწავლებლობის მსურველიდან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 3 464-მა გადალახა. ”ინტერპრესნიუსის”  ინფორმაციით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან 2016 წლის ზაფხულში ჩატარებულ საგნის გამოცდის სტატისტიკური მონაცემების თაობაზე, საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა.2016 წლის ზაფხულის საგნის გამოცდაზე 22 799 მასწავლებელი/მასწავლებლობის მსურველი დარეგისტრირდა. მათგან გამოცდაზე არ გამოცხადდა 5 662. საგნის გამოცდაზე გასული 17 137 მასწავლებლიდან და მასწავლებლობის მსურველიდან, მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა 13 673-მა ვერ მოახერხა.ამასთან, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ საგნის გამოცდაში მონაწილეობას იღებს როგორც მოქმედი პედაგოგი, ისე პედაგოგობის მსურველი. ცენტრში აცხადებენ, რომ შედეგები მოქმედი პედაგოგების შესაფასებლად გამოსადეგი არ არის.”როგორც გასულ წელს, ახლაც განვმარტავთ, რომ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არ აქვეყნებს მასწავლებელთა საგნის გამოცდის სტატისტიკურ მონაცემებს იმის გამო, რომ სისტემატურად ვაწყდებით ამ მონაცემების არასწორ ინტერპრეტაციას. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ამ გამოცდის შედეგების გამოყენება მოქმედი პედაგოგების რაიმე სახით შეფასებისა თუ ზოგადად მასწავლებელთა კვალიფიკაციაზე მსჯელობისათვის, არასწორია, ხშირად კი არაკორექტულიც”, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
 
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/394485-gamocdaze-gasuli-17-137-mastsavleblidan-da-mastsavleblobis-msurvelidan-13-673-ma-minimaluri-zghvaris-gadalakhva-ver-shedzlo.html

სიახლეები

პუტინი აღიარებს, რომ რუსეთში საწვავის დეფიციტია

ვლადიმირ პუტინმა 28 ივნისს აღიარა, რომ რუსეთში ბენზინგასამართ სადგურებთან რიგები და სხვადასხვა ტიპის საწვავის...

სტრასბურგმა 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო – ISFED

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) განცხადებით, 2026 წლის 25 ივნისს ადამიანის...

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...