მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება

საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება

Published on

განათლების სამინისტროს გაბცხადებით საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება. 
წელს სამინისტრომ პირველკლასელებისთვის შეიძინა – 55 300 პორტაბელური კომპიუტერი (ბუკი); წარჩინებულებისთვის – 2470 პორტაბელური კომპიუტერი; პირველკლასელთა დამრიგებლებისთვის – 2530 პორტაბელური კომპიუტერი.
წელს საჯარო სკოლების პირველკლასელებს საჩუქრად გადაეცემათ პორტაბელური კომპიუტერები Lenovo ideapad 300S-11IB.
ასევე, კომპიუტერები გადაეცემათ მეათე კლასის მოსწავლეებს, რომლებმაც საბაზო საფეხური დაასრულეს და მათი საბაზო საფეხურის ნიშანია 10 ქულა დამრგვალების გარეშე;
კომპიუტერებს ასევე მიიღებენ საჯარო სკოლების პირველი კლასის დამრიგებლები.
რაც შეეხება სახელმძღვანელოებს, წელს, უფასო სახელმძღვანელოებს მიიღებს საქართველოს საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე; კერძო სკოლის სოციალურად დაუცველი მოსწავლეები, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია 70001-ზე; ასევე, ახალგორისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული სკოლების მოსწავლეები.აღნიშნული პროექტის ფარგლებში, წელს დაიბეჭდა 2246738 წიგნი, რვეული და ტესტი.
სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლის გარდა, საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლაში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება. სოფელ ლამბალოს სკოლაში კი, სასწავლო პროცესი 10 ოქტომბერს განახლდება. ამასთან, სწავლის დაწყების თარიღს კერძო სკოლები თავად განსაზღვრავენ.
საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რაოდენობა 53 540, ხოლო მთლიანად, მოსწავლეთა რაოდენობა 509 120-ია.

სიახლეები

“ევროპამ ბალისტიკური რაკეტებისგან დაცვის საკუთარი სისტემა უნდა შექმნას” – ზელენსკი

"ევროპამ ბალისტიკური რაკეტებისგან დაცვის საკუთარი სისტემა უნდა შექმნას" - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი....

ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში პრორუსული პარტია იმარჯვებს

ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, პრორუსი რუმენ რადევის პარტია იმარჯვებს | წერს Deutsche...

დაკავებულია ISIS-ში გაწევრიანებული საქართველოს ერთი და უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე – სუსი

ბათუმში უცხო ქვეყნის ერთი და საქართველოს ერთი მოქალაქე ტერორისტული ორგანზიაცია "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში გაწევრიანების...

ომბუდსმენი: 2025 წლის მხოლოდ 11 თვის მონაცემით, 436 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა

2025 წლის მხოლოდ 11 თვის მონაცემით, 436 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა და 2025 წელს ჯამურად...