მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი რაოდენობით ყავის ფასლიფიკაციის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი რაოდენობით ყავის ფასლიფიკაციის ფაქტი გამოავლინა

Published on

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დიდი რაოდენობით ყავის ფასლიფიკაციის ფაქტი გამოავლინა. როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგენილია, რომ შპს ,,რიჩის“ ხელმძღვანელები, ქალაქ თბილისში მდებარე ერთ-ერთ ქარხანაში, ყავის მარცვლის დაფქვის შედეგად მიღებულ მასას, მეტი სარგებლის მიღების მიზნით და ყავის მოცულობის და წონის გასაზრდელად, ურევდნენ ამავე ქარხანაში, მათ მიერ დაფქვილ ბარდას ფხვიერ მასას. 
 აღნიშნული ფალსიფიცირებული ყავის რეალიზაცია ასევე ხდებოდა დაფასოების გარეშე, წონით, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში. საგამოძებო სამსახურის მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დიდი რაოდენობით უვარგისი ყავა და ბარდას მარცვლები. ასევე ამოღებულია დაფასოებისათვის საჭირო პოლიეთილენის ქილები და ეტიკეტები. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 
 
 

სიახლეები

მასზე ადამიანურად გული მწყდება – კალაძე ღარიბაშვილზე

ივანიშვილის მერი, კახა კალაძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კალაძე ამბობს, რომ...

რუსეთის შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე ჩავარდა — ISW

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 4–5 სექტემბერს ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეტევითი ოპერაციები განაგრძეს, თუმცა ტერიტორიული წინსვლა...

პარტია “გირჩი” სახელს იცვლის – ახალი სახელი “თავისუფალი ხალხის პარტია” იქნება

პარტია გირჩი სახელს იცვლის - მათი განცხადებით, თავისუფალი ხალხის პარტია ერქმევათ. "ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ხალხის...

კობახიძე ღარიბაშვილზე- დავიდა შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე

ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის სასაცილო...