საქართველოს პრეზიდენტის სამძიმარი იტალიელ ხალხს

0
390
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იტალიელ ხალხს და იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს ქართველი ხალხის სახელით მიუსამძიმრა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით გიორგი მარგვეაშვილი იტალიის საელჩოში მივიდა და იქ გახსნილ სამძიმრის წიგნში შემდეგი შინაარსის ჩანაწერი  გააკეთა: ”ღრმა მწუხარებით მივიღეთ ცნობა იტალიაში მომხდარი კატასტროფული მიწისძვრის შესახებ. ამ ძნელბედობის ჟამს, როდესაც ასობით უდანაშაულო სიცოცხლე და ოჯახი შეეწირა სასტიკ სტიქიას, ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, გიცხადებთ თანადგომას და ვგლოვობ იტალიელ ხალხთან, მთელ მსოფლიოსთან და თქვენს მეგობრებთან ერთად“, – აღნიშნულია ჩანაწერში. 
 
იტალიაში 27 აგვისტო ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა. , ხვალ მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა დაკრძალვის ცერემონია გაიმართება. 
ქვეყნის მასშტაბით, ყველა საჯარო დაწესებულების შენობაზე სახელმწიფო დროშას დაუშვებენ.
ბოლო მონაცემებით, იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 267 ადამიანი დაიღუპა, თითქმის 400 ჰოსპიტალიზებულია. 
6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა იტალიაში ოთხშაბათს, ადგილობრივი დროით 03:36 საათზე მოხდა. იტალიის პრემიერ-მინისტრმა მატეო რენციმ სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
წინა სტატიათბილისის მერს სიტყვა შეაწყვეტინეს. საკრებულოში მისი გამოსვლის ჩაშლის საშიშროება დადგა
შემდეგი სტატია30-31 აგვისტოს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ აბაშის, სენაკის, ხობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში შემავალ სოფლებსა და ქალაქებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური