მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,რა გინდოდა, რა ტყუილად მღეროდი" - ,,ქართული ოცნების'' დეპუტატობის კანდიდატს თემურ ...

,,რა გინდოდა, რა ტყუილად მღეროდი” – ,,ქართული ოცნების” დეპუტატობის კანდიდატს თემურ ჭკუასელს ვაშლები დაუშინეს

Published on

"ქართული ოცნების" დეპუტატობის კანდიდატს, ლანჩხუთი- ჩოხატაურის საარჩევნო ოლქში, თემურ ჭკუასელს, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჭყონაგორაში, გული მას შემდეგ წაუვიდა, როცა მას ადგილობრივებმა არ მოუსმინეს, მისი გამონათქვამის გამო კი ვაშლები და ხილეული ესროლეს.
ამის შესახებ "გურიის მოამბეს" ადგილობრივმა თვითმხილველმა აცნობა.
ჭკუასელის დასახმარებლად მოგვიანებით სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადა გამოიძახეს, რომლის მანქანითაც "ოცნების" კანდიდატმა შემთხვევის ადგილი დატოვა.
შემთხვევა კი, ადგილობრივების მტკიცებით, გასული კვირის დასაწყისში მოხდა, როცა თემურ ჭკუასელი ნიგოითის თემის (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს ატარებდა.
თემურ ჭკუასელს დღის პირველ შეხვედრაზე სოფელ ჩოლობარგში არავინ არ დახვდა, იგივე შედეგი დაფიქსირდა დღის მეორე შეხვედრაში სოფელ ქვიანში, მესამე შეხვედრაზეც, სოფელ ჭყონაგორაშიც რომ "ოცნების" კანდიდატს მარტო მისი სამი კოორდინატორი დახვდა აღშფოთებულა და მისი წარმომადგენლები და ადგილობრივი ხელისუფლება სხვა კანდიდატზე მუშაობაში დაუდანაშაულებია, იმის დასადემონსტრირებლად, რომ მის შეხვედრაზე გაფრთხილების შემთხვევაში უამრავი ხალხი მოვიდოდა, თვითონვე მისულა, იქვე, თბილის ბათუმის გზატკეცილის ჭყონაგორას მონაკვეთზე, გზის გასწვრივ განთავსებულ სავჭრო ჯიხურებთან და მოვაჭრეებს გამოელაპარაკა. 
ხმა რომ არავინ არ გასცა, ბატონ თემურს უთქვამს. 
-დეპუტატი ვარ, პარლამენტის წევრი, მოვედი რომ დაგელაპარაკოთ.
-ვიცით, ვიცით-იყო პასუხი
-რაიმე ხომ არ გინდათ რით დაგეხმაროთ? იკითხა კანდიდატმა
-რა უნდა გვინდოდეს შე კაცო თქვენგან, 4 წელია სანაგვე ურნის დადგმას ვითხოვთ და ეს ვერ გაგიკეთებიათ და სხვა რა უნდა მოგთხოვოთ? იყო გაბრაზებული პასუხი და შეძახილები.
-სანაგვე ურნას? გაიკვირვა ჭკუასელმა და ლანჩხუთისაკენ გაიხედა, შორს სადღაც ერთ კილომეტრში თვალი მოკრა სანაგვე ურნას და გახარებულმა განაცხადა, იცით, აი იმ სანაგვე ურნას გორგოლაჭები აქვს და შეგიძლიათ აქეთ იქეთ მიაგორ მოაგოროთო..
ეს საკმარისი აღმოჩნდა მოვაჭრეების აღსაშფოთებლად და ამ უკანასკნელებმაც დეპუტატსა და ამჟამად დეპუტატობის კანდიდატს სხვადასხვა სახეობის ხილეული "დაუშინეს", რის შემდეგაც ჭკუასელს გული წაუვიდა და სამედიცინო დახმარება გახდა საჭირო.
მომხდარის დღიდან თემურ ჭკუასელმა ლანჩხუთსა და ჩოხატაურში წინასაარჩევნო კამპანია შეწყვიტა.
"გურიის მოამბე" კომენტარისათვის "ქართულ ოცნებას" დაუკავშირდა, თუმცა იქ კომენტარი არ გააკეთეს.
ამის შემდეგ დავუკავშირდით ლანჩხუთის ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელს, რომლებმაც არაოფიციალურ საუბრებში, მომხდარი დაადასტურეს, თუმცა კონკრეტიკისაგან თავი შეიკავეს. – წერს ,,გურიის მოამბე''

სიახლეები

მასზე ადამიანურად გული მწყდება – კალაძე ღარიბაშვილზე

ივანიშვილის მერი, კახა კალაძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კალაძე ამბობს, რომ...

რუსეთის შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე ჩავარდა — ISW

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 4–5 სექტემბერს ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეტევითი ოპერაციები განაგრძეს, თუმცა ტერიტორიული წინსვლა...

პარტია “გირჩი” სახელს იცვლის – ახალი სახელი “თავისუფალი ხალხის პარტია” იქნება

პარტია გირჩი სახელს იცვლის - მათი განცხადებით, თავისუფალი ხალხის პარტია ერქმევათ. "ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ხალხის...

კობახიძე ღარიბაშვილზე- დავიდა შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე

ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის სასაცილო...