მთავარისიახლეებისაზოგადოებაკონცერტი საჭირო ადამიანებისათვის - რანი არიან კულტუროსნები ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციიდან

კონცერტი საჭირო ადამიანებისათვის – რანი არიან კულტუროსნები ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციიდან

Published on

 „ლინა ისაკაძის კონცერტს რიგითი მსმენელები ვერ დაესწრებიან. მოსაწვევები გაეგზავნათ მუსიკალური განათლების მქონე ადამიანებს, მუსიკალური სკოლების ხელმძღვანელებს, მუზეუმების თანამშრომლებს, კულტურის სფეროში მომუშავე ადამიანებს. ასევე, გამგებლებს, საკრებულოების თავმჯდომარეებს, პრესსამსახურებს. იქ ისეთი ადამიანი უნდა იყოს, რომ მაღალი კულტურა ქონდეს მოსმენის, იმიტომ, რომ ძალიან სპეციფიური ღონისძიებაა. ასეთ საღამოებზე, ვცდილობთ რომ მაღალი კულტურის ადამიანები იყვნენ შეკრებილები. დახურულ საღამოზე ყველა მსურველი ვერ მოხვდება, ეს არ არის ღონისძიება ღია ცის ქვეშ კონცერტი გაიმართება ანაკლიის ციხესიმაგრის ტერიტორიაზე, სადაც მხოლოდ 250 ადამიანი ეტევა. მე ვარ კულტურის კურატორი რეგიონში და ვიცი ის საჭირო ადამიანები, რომლებიც უნდა დაესწრონ კონცერტს“, – ამბობს ლალი ჯანჯღავა.“, – განაცხადა „ლაივპრესთან “ საუბარში  გუბერნიის კულტურის საკითხების კურატორმა ლალი ჯანჯღავამ. 
ამ განცხადებას სოციალურ ქსელში მოქალაქეთა ირონიული და აღშფოთებული კომენტარები მოყვა.  
,,250 კულტურული ადამიანი,რომლებიც უნდა ნახო,სანამ ცოცხალი ხარ. ''
.,,როგორ დაგვახარისხეს… ლიანა ისაკაძის კონცერტზეა საუბარი… 
,,ჩვენ რა ვქნათ ჩვენ, დაბალი კულტურის მქონე ადამიანებმა… ''
,, მაიტათ კულტურული ადამიანების შერჩევის კრიტერიუმები!''
ალბათ, არანაკლებ საინტერესოა, რა კრიტერიუმებით ირჩევიან თანამდებობებზე  ,,კულტუროსნები'', რომელნიც მსგავს განცხადებებს აკეთებენ. პასუხი თავად ლალი ჯანჯღავას განცხადებაშია:  ,, მე ვიცი საჭირო ადამიანები'' . 

 და კიდევ, ეს ამბავი ლიანა ისაკაძემ იცის? 
 
ლიანა ისაკაძის კლასიკური მუსიკის ფესტივალი  „ღამის სერენადები “ 30 აგვისტოს, ანაკლიაში  გაიმართება. ღონისძიების სლოგანია „ყველაზე ახლოს აფხაზეთთან“.
ფესტივალი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით ეწყობა…   ექსკლუზიურად საჭირო ადამიანებისათვის .  
 

 
 
 
 

სიახლეები

თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო

ბიზნესმენმა თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო. ინფორმაცია მის სოციალურ ქსელში ვრცელდება. “დღევანდელი უსამართლობის შემდეგ თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა...

პაპუაშვილი ღარიბაშვილის წერილს სპეკულაციურს უწოდებს

შალვა პაპუაშვილი მისივე ყოფილ თანაგუნდელს, "ქართული ოცნების" ორგზის პრემიერ-მინისტრს პოლიტიკურ სპეკულაციაში ადანაშაულებს. "ქართული ოცნების" ლიდერი,...

ზელენსკის განცხადების მერე, თურქულმა ავიაკომპანიამ მოსკოვის მიმართულებით ფრენები გააუქმა

ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ თურქულმა ავიაკომპანიამ მოსკოვის მიმართულებით ფრენები გააუქმა - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს...

სახალხო დამცველი დღეს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება

საქართველოს სახალხო დამცველი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება. ცნობილია, რომ პატიმარ ღარიბაშვილთან შეხვედრის...