მთავარისიახლეებიკონფლიქტებივინ აწყობს აფხაზეთის ვირტუალურ დაკრძალვას? - კამპანია ჟურნალისტის წინააღმდეგ

ვინ აწყობს აფხაზეთის ვირტუალურ დაკრძალვას? – კამპანია ჟურნალისტის წინააღმდეგ

Published on

,,აქამდე მისგან მხოლოდ აბუჩად ამგდები კრიტიკა მოდიოდა. ახლა კი აგერ ვირტუალური დასაფლავებაც მოგვიწყო.  ანტონ კრივენიუკს მკითხველი მიყავს დასკვნამდე, რომ აფხაზეთის სახელმწიფო არ შედგა'' – აფხაზეთის არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრი’’ რუსულ მედიაში აფხაზეთის თემაზე მომუშავე ცნობილი ჟურნალისტის ანტონ კრივენიუკის წინააღმდეგ ილაშქრებს. ცენტრის უმწვავესი რეაქცია გამოიწვია ჟურნალისტის სტატიამ ,,აფხაზური კედრის კაკლები'' , რომელიც  EADaily – ში გამოქვეყნდა. 

ორგანიზაცია აქვეყნებს ღია წერილს ჟურნალისტისადმი სათაურით  ,,აფხაზეთის  დაკრძალვის იმიტაცია'' , რომელშიც მას აფხაზეთისადმი უპატივცემლო დამოკიდებულებაში და ჩასაფრებულ კრიტიკაში ადანაშაულებს
 
,,უკანასკნელ თვეებში ცნობილმა ჟურნალისტმა ანტონ კრივენიუკმა დაიწყო სპეციალიზაცია უჩვეულო ნოუ- ჰაუში – აფხაზეთის ვირტუალურ დამარხვაზე.
იგი ამას თანმიმდევრულად დაუღალავად და დიდი გაქანებით აკეთებს, მომარჯვებული აქვს სიტყვები: ,,სახელმწიფოს კაპიტულაცია’’, ,,თანამედროვე აფხაზეთის დრამა’’ , ,,სოციუმი იმდენად არის ავად…“ , ,,აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრების იმიტაცია’’, ,,ცხოვრება ამ ქვეყანაში ერთი დიდი გარჩევის უმართავ ქაოსად იქცა,  სხვა ყველაფერი  იმიტაციაა’’- ეს არის ციტატები მისი მხოლოდ ერთი,  ბოლო სტატიიდან, ფრიად  დამამცირებელი სათაურით  ,, აფხაზური კედრის კაკლები’’.
რა გინდა, არ მოსწონს ბატონმ კრივენიუკს, რაც  აფხაზეთში ხდება. ჩვენს ქვეყანაში თხუთმეტი წლის ჟურნალისტური მუშაობის მანძილზე მას ერთხელაც არ დაუწერია რამე პოზიტიური,  ერთხელაც არ შემოუთავაზებია განვითარების რამდენადმე გონივრული იდეა , მისგან მხოლოდ აბუჩად ამგდები კრიტიკა მოდიოდა.
ახლა კი აგერ ვირტუალური დასაფლავებაც მოგვიწყო. აფხაზეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრების ხარვეზების არცთუ უსაფუძვლო კრიტიკისას ანტონ კრივენიუკს,  განსაკუთრებით ბოლოდროინდელ სტატიებში, მკითხველი მიყავს დასკვნამდე, რომ აფხაზეთის სახელმწიფო არ შედგა და თავს ახვევს მოსაზრებას ქვეყნის გარედან  მართვის გარდუვალობისა და აუცილელობის შესახებ.   
თავს ნებას მივცემთ ა. კრივენიუკის აზრით არარსებული სამოქალაქო საზოგადოების სახელით შევახსენოთ მას, რომ მსოფლიოში არც ერთი სახელმწიფო არ ასენებულა მოკლე ვადაში და მწვავე პრობლემების გარეშე. საფრანგეთს, მაგალითად, დიდი რევოლუციის შემდეგ 140 წელი დასჭირდა იმისათვის, რომ სტაბილური სახელმწიფო სტრუქტურები აეშენებინა. ომისშემდგომმა იტალიამ  გამოიარა  მაფიის , ტერორისტული წითელი ბრიგადების თარეშის, გაუთავებელი პოლიტიკური არეულობების ხანგრძლივი პერიოდი და მხოლოდ მეოცე საუკუნის ბოლოსათვის მიაღწია შედარებით სტაბილურობას. საკმარისია შევხედოთ მეზობელ თურქეთს, რომელიც ოსმანთა  იმპერიის დანგრევიდან გასული ასი წლის შემდეგაც კი განიცდის რყევებს.
სსრ კავშირის დაშლის შემდეგ მეოთხედი საუკუნეც  არ არის გასული,  ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანა ჩამოყალიბების პროცესშია და აფხაზეთი ამ ხრივ სხვაზე უარეს მდგომარეობაში როდია. 
აფხაზეთის დასაფლავების იმიტაცია მეტისმეტად გაიწელა და უკვე ირონიას იწვევს. დროა ბატონმა კრივენიუკმა თავისი შავი სათვალე უფრო რეალისტურ და ობიექტურ ხედვაზე გაცვალოს’’
წერილს ხელს აწერენ : არდა ინალ-იფა, ნადეჟდა ვენედიქტოვა, ასიდა ლომია, საიდ გეზერდავა, ციალა წკუა
 

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...