მთავარისიახლეებიპოლიტიკაფოთელი ახალგაზრდა ,,ნაციონალები'' 12 საათიანი უსაფუძვლო დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს

ფოთელი ახალგაზრდა ,,ნაციონალები” 12 საათიანი უსაფუძვლო დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს

Published on

ფოთის ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარემ და მისმა მოადგილეებმა წუხელ გვიან ღამით დატოვეს სენაკის პოლიციის შენობა. ისინი  პოლიციაში 12 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მათ ნარკოლოგიური შემოწმება ჩაუტარდათ, მათ კლინიკური დათვალიერების შედეგად ნარკოთრობა არ დაუდგინდათ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, პოლიცია მათ ანალიზების პასუხებამდე არ ათავისუფლებდა. 
 
ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბექა ბასილაიას განცხადებით, ეს ყველაფერი  პარტიის საქმიანობის შეფერხებისა და წევრების დაშინების მიზნით ხდება. მის მომხრეებს მთავრობის დავალებით, წინასაარჩევნოდ სამართალდამცველები აშანტაჟებენ.
„მიხეილ უხავას, ალექსი ადამიას, კონსტანტინე მესხის დაკავება, ნარკოლოგიურში შესამოწმებლად გადმოყვანა და მთელი 12 საათის განმავლობაში ამ შენობაში ყურყუტი, არის ბიძინა ივანიშვილის, სუს-ის, შს სამინისტროს და პროკურატურის ერთობლივი დაგეგმილი აქცია. უსინდისოდ იქცევიან საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შესაშლელად. ,“- განაცხადა ბექა ბასილაიამ
 
.
 
 

სიახლეები

მდინარაძისთვის დაანონსებული სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება – პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა - "ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, მდინარაძის გადაწყვეტილება...

სტავროპოლში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულია 6 და დაშავებულია 40 ადამიანი.

რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია ახორციელებს ყველა საჭირო ღონისძიებას თბილისი-მოსკოვის მიმართულებით...

ბიჭი, რომელიც ყვირილას ჩანჩქერზე დაიღუპა, 25 წლის ჯონი სიხარულიძეა

ბიჭი, რომელიც რაჭაში, სოფელ შედა შავრაში, ყვირილას ჩანჩქერზე გაუჩინარდა და რამდენიმე საათის შემდეგ წყალში,...

ახალი დეტალები დაურ ბუავას საქმეში: შსს-მ ორი ბინა გაჩხრიკა და ნარკოტიკები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე...