მთავარისიახლეებისაზოგადოებავიდეოკომპრომატების ომი ძალას იკრებს - ,,ქრონიკა +'' პაატა ბურჭულაძისა დატარიელ ონიანის მეგობრობაზე

ვიდეოკომპრომატების ომი ძალას იკრებს – ,,ქრონიკა +” პაატა ბურჭულაძისა დატარიელ ონიანის მეგობრობაზე

Published on

გაზეთ ქრონიკა პლუსის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, პარტია სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერის პაატა ბურჭულაძის და ე.წ. კანონიერი ქურდის ტარიელ ონიანის ვიდეო მასალას ავრცელებს.
 
ჟურნალისტის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში, ტარიელ ონიანის შვილის ნათლობის ამსახველი კადრებია. კილაძის ინფომრაციით, ბურჭულაძე ონიანის ახლო მეგობარი და შვილის ნათლიაა.
 
„რამდენიმე კითხვა მაქვს“ პირველი – პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფოს ხალხისთვის გვპირდება, თუ ქურდებისთვის? მეორე – ზურაბ ჯაფარიძისთვის რამდენად მისაღებია მსგავსი მენტალობის პერსონასთან ერთად ერთ ბლოკში ყოფნა? მესამე – გამარჯვების შემთხვევაში, ვინ მაძლევს გარანტიას იმისა, რომ რეალური მმართველი ტარიელ ონიანი არ იქნება, გიორგი ვაშაძე? და ბოლოს – აღძრავს თუ არა საქმეს ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით საქართველოს პროკურატურა?“- აცხადებს ელისო კილაძე.
 
ჟურნალისტის ინფომრაციით, ნათლობაზე, რომლის ამსახველი ვიდეო მასალაც დღეს მის მიერ გავრცელდა, ჩანს ქართული ოცნების წევრი ბორის ჩაკვეტაძეც. კილაძის თქმით, ისიც ისევე, როგორც პაატა ბურჭულაძე, ე.წ. კანონიერი ქურდის ტარიელ ონიანის მეგობარია.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...