მთავარისიახლეებისაზოგადოებასახიფათო თამაშები - განცხადება, თითქოს საქართველოში მილსადენის აფეთქება იგეგმებოდა და ამასთან უკრაინიდან,...

სახიფათო თამაშები – განცხადება, თითქოს საქართველოში მილსადენის აფეთქება იგეგმებოდა და ამასთან უკრაინიდან, რუსეთისთვის მირთმეული კოზირია

Published on

სუსის მინიშნებას უკრაინულ კვალზე  დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ დაგეგმილ  ტერორისტული აქტში, რომლის აღკვეთის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე გახდა ცნობილი,   სოციალურ ქსელში პოლიტიკოსები და  ჟურნალისტები ეხმაურებიან.
„სირცხვილია“ – ყოფილი თავდაცვის მინისტრი  სუს-ს აკრიტიკებს. თინა ხიდაშელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს გამართულ ბრიფინგს სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება. 
„ის რაც აქ წერია, ნიშნავს რომ ეჭვი აქვს სუს-ს საქართველოში ტერაქტს უკრაინად გვიწყობდნენო 🙁 და იქნებ დაფიქრდეთ ხოლმე სანამ განცხადებას გააკეთებთ. ნაცმოძრაობაზე და მიშაზე თუ გაქვთ ეჭვი, მიშა აწყობდა თუ არა ამას ვარკვევთთქვა და არა უკრაინა 🙁 სირცხვილ! „გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული ხშირად ჩადიოდა უკრაინაში, თუმცა ეს დანაშაულებრივი ჯგუფი იმართებოდა თუ არა ამ ქვეყნიდან, ჯერჯერობით დაუდგენელია“, – აღნიშნეს სუს-ში," – წერს თინა ხიდაშელი. 
 
,,როგორც მე ვიცი, ტერაქტის მზადების ბრალდებით დაკავებულებიდან რამდენიმე იყო ისეთი, ვინც ჩვენს მებრძოლ ბიჭებს ეხმარებოდა უკრაინაში და, შესაბამისად, ხშირად ჩადიოდა იქ. წერს ჯურნალისტი ლასა ბერულავა სოციალურ ქსელში – თუმცა, სუს ამბობს, რომ ჯერჯერობით არ გვაქვს დადასტურება, ეს ჯგუფი იმართებოდა თუ არა უკრაინიდანო. ჯერჯერობითო. დანარჩენი დროის საქმეაო, იგულისხმება. რა უნდა აღიარებითი ჩვენების მოპოვებას, არა, ჰალეკოებო? 
7 დაკავებულიდან ორზე ზუსტად ვიცი (რაც ადვოკატს უთხრეს ჯერ კიდევ გუშინ), რომ ვიღაც გაეცნო აქ, ფბ-ზე, სავარაუდოდ, გამოგონილი სახელი და გვარით – ბექა ბექაურით. ეკონტაქტებოდა კარგა ხნის განმავლობაში, გაეცნო კიდეც ფიზიკურადაც, როგორც ბექა ბექაური, მათთან ერთად პატრიოტულ აქციაზეც იმყოფებოდა, მოიპოვა ნდობა და ბოლოს ერთი ვითომ თავის სახლში, ვარკეთილში დაიბარა, მეორეს ტელეფონზე დაურეკა და ორივეს უთხრა, სადღაც ერთი ტომარა იარაღი მაქვს დამარხული და წამომაღებინეთო… როგორც ეს ორი დაკავებული ყვება, ამ საუბრიდან ცოტა ხანში ორივე დააკავეს და ტერორიზმში დასდეს ბრალი. 
ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს, ვისი ხელწერაა ყალბი აქაუნთებით მიმოწერა და დაახლოება…
დანარჩენ ხუთ დაკავებულზე არაფერი ვიცი, მაგრამ ამ წინასაარჩევნოდ რუსეთისთვის იმ კოზირის ჩაგდება ხელში, თითქოს მილსადენის აფეთქება იგეგმებოდა საქართველოში და ამაში მონაწილეობის ბრალდებით მოქმედი პოლიციელიც კი არის დაკავებული და, რაც მთავარია, უკრაინისკენ კვალის "გადაქაჩვის" პერსპექტივით, მაგარ დედააფეთქებულ და საშიშ ვერსიად არ გეჩვენებათ?''
 
შეგახსენებთ,  დღეს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, საქართველოში ტერორისტული აქტი აღკვეთეს. საქმეზე დაკავებულია 7 პირი, მათ შორის ერთი პატრულის მოქმედი თანამშრომელია. 

 

სიახლეები

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს -...

ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ბოლო სამ წელში სანქციების ყველაზე მკაცრ პაკეტს ამზადებს-საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციების ახალ...

ნეთანიაჰუმ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აცნობა, რომ ნობელის მშვიდობის პრემიაზე მისი...

კახეთში დაჭრილი პირებიდან, ერთ-ერთი კახეთის პოლიციის თანამშრომელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში ორი პირის დაჭრის ფაქტზე 1999 წელს დაბადებული ნ.რ. დააკავეს....